შეხვედრა პარასკევს შუადღისას გაიმართა მიუნხენში, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. გაზეთის წყაროების ცნობით, რუბიომ შეხვედრა „ბოლო წუთს“ გააუქმა „გრაფიკში კონფლიქტის“ გამო.
ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა ამ გადაწყვეტილებას „გიჟური“ უწოდა, მეორემ კი დასძინა, რომ აშშ-ის მონაწილეობის გარეშე შეხვედრა არ იყო საკმარისად შინაარსიანი.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობას არ ასახელებენ, განაცხადა, რომ რუბიო რუსეთისა და უკრაინის საკითხს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში სხვა მრავალ შეხვედრაზე განიხილავს. კერძოდ, უკრაინაში ომის საკითხი განიხილეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის შეხვედრაზე. ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთთან მოლაპარაკებების პროგრესი და კიევის მხარდაჭერის გაგრძელება.
შაბათს დილით რუბიო მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს. ის ასევე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „100 პროცენტით დარწმუნებული არ არის“, რომ შეხვედრა გაიმართება.
ფორუმი