Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედისა“ და Pos TV-ის სანქცირების გამო ბრიტანეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელიან

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი.
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი.

პროსახელისუფლებო „იმედისა“ და PosTV-ის სანქცირების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში ელიან დიდი ბრიტანეთის ელჩისგან განმარტებების მოსმენას. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი. გარდა იმისა, რომ ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე, საუბარია მედიის სანქციებზე, რასაც სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები“, - განაცხადა მან.

მისი შეფასებით, ცინიკურია, რომ „დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელეარხის დასანქცირბას“.

გუშინ, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).

სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“

ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:

„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG