მანამდე მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კახა კალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში იმყოფებოდა დაბადების დღის აღსანიშნავად, ცოლთან და მეგობრებთან ერთად.
ირანმა 28 თებერვალს და 1 მარტს მასზე აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, როცა მისი უზენაესი მმართველი და სხვა სამხედრო მეთაურები დაიხოცნენ, სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას დაარტყა და განაცხადა, რომ ის აშშ-ის ბაზებს ესხმის თავს.
ირანის რევოლუციურმა გვარდიამ კვირას „ფართომასშტაბიანი“ თავდასხმის შესახებ განაცხადა, აფეთქებების ხმა ისმოდა ერ-რიადში, დუბაიში, აბუ-დაბიში, დოჰაში, მანამაში, იერუსალიმსა და თელ-ავივში, ისრაელის სამაშველო სამსახურებმა კი ბეით შემეშში სულ მცირე, ცხრა ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადეს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, ხოლო კატარის დედაქალაქ დოჰაში - სამრეწველო რაიონში.
სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.
ფორუმი