Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში ჩავიდა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და მის ცოლს, უშას ბუდაპეშტის აეროპორტში დახვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო(მარჯვნივ). 2026 წლის 7 აპრილი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და მის ცოლს, უშას ბუდაპეშტის აეროპორტში დახვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო(მარჯვნივ). 2026 წლის 7 აპრილი

7 აპრილს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ცოლთან, უშასთან ერთად. მათ აეროპორტში დახვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო.

12 აპრილს უნგრეთში გაიმართება პარლამენტის არჩევნები, რომელმაც შესაძლოა, დაასრულოს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია „ფიდესის“ მმართველობა.

უნგრეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი „ფიდესის“ მხარდაჭერად განიხილება. მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ორბანს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ფეისბუკით გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვიზიტს უწოდა ბუდაპეშტისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში „ოქროს ხანის“ დაწყების ნიშანი.

უნგრეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერმა პეტერ მადიარმა პოლიტიკოსებს მთელ მსოფლიოში მოუწოდა, ნუ ჩაერევიან უნგრეთის არჩევნებში.

ვიქტორ ორბანს, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრია 2010 წლიდან, კარგი ურთიერთობები აქვს როგორც აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ისე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ორბანის მთავრობა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევისა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრების მოწინააღმდეგეა და ხშირად აკრიტიკებს როგორც უკრაინის ხელისუფლების, ისე ევროკავშირის პოლიტიკას.





ფორუმი

XS
SM
MD
LG