Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ამოქმედდა ჩადრის ამკრძალავი კანონი


საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც დღეიდან შედის ძალაში საჯარო სივრცეში ჩადრის ამკრძალავი კანონი. კანონი უმეტესად მუსულმანი ქალების ჩაცმულობაზე იქონიებს ზეგავლენას. კანონდამრღვევს 150 ევროს ჯარიმის გადახდა და საფრანგეთის მოქალაქეობის გაკვეთილების გავლა მოუწევს. ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული კაცებისთვის, ვინც ქალს ჩადრის ტარებას აიძულებს. აკრძალვის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამგვარი კანონი აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის და აგრეთვე ამყარებს საფრანგეთის სეკულარულ სისტემას. კანონის მოწინააღმდეგეების აზრით, აკრძალვა ხელყოფს გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლებას და უსამართლოა მუსულმანური მოსახლეობის მიმართ. საფრანგეთს ყველაზე დიდი მუსულმანური მოსახლეობა ჰყავს ევროპაში. მათი რიცხვი 6 მილიონია და წარმოშობით უმრავლესად ჩრდილოეთი აფრიკიდან არიან.
XS
SM
MD
LG