Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში, სამ სხვადასხვა ინციდენტში, შვიდი ადამიანი დაიღუპა


დასავლეთ იემენის საპორტო ქალაქ ალ-ჰუდაიდაში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. მანამდე ქვეყნის დედაქალაქ სანაში, პოლიციასთან შეტაკებაში, მოკლულ იქნა ხუთი დემონსტრანტი. ამავე დემონსტრაციის კიდევ სამოცამდე მონაწილემ სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა მიიღო. მედიკოსთა თქმით, 23 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ასობით ადამიანი ცრემლმდენი გაზით მოიწამლა. ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ თაიზში, სადაც პოლიციელის ტყვიას შემთხვევითი გამვლელი ემსხვერპლა. იემენის ოპოზიცია პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის დაუყოვნებელ გადადგომას მოითხოვს. სალეჰი ქვეყანას 1978 წლიდან მართავს.
XS
SM
MD
LG