Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში ბრიტანელი და ამერიკელი ჟურნალისტები დაიღუპნენ


20 აპრილს ლიბიაში ორი უცხოელი ჟურნალისტი დაიღუპა და კიდევ ორი დაიჭრა. ისინი ნაღმსატყორცნის ცეცხლის ქვეშ მოყვნენ ლიბიის დასავლეთით მდებარე ქალაქ მისრათაში. დაღუპულია ბრიტანელი ტიმ ჰეტერინგტონი და ამერიკელი კრის ჰონდორსი. რეჟისორი ჰეტერინგტონი „ოსკარზე“ იყო წარდგენილი ფილმისათვის „რესტრეპო“, რომელიც ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცის ცხოვრებას ეხება. ფოტოკორეპონდენტი ჰონდორსი კი სააგენტო „ჯეტის“ წარმომადგენელი იყო. მისრათაში რამდენიმე კვირაა გრძელდება გააფთრებული ბრძოლები მეამბოხეებსა და მუამარ კადაფის ლოალისტურ ძალებს შორის. გაეროს ხელმძღვანელმა ადამიანის უფლებების დარგში ნევი პილაიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამთავრობო ჯარები იერიშის დროს იყენებენ კასეტურ ბომბებს, რაც „სამხედრო დანაშაულს უთანაბრდება“.
XS
SM
MD
LG