Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ნავთობის პლატფორმაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა


აზერბაიჯანის მედიის ცნობით, დაიღუპა ორი და დაკარგულია, სულ მცირე, 29 მუშა მას შემდეგ, რაც ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის მოპოვების პლატფორმას კასპიის ზღვაში. როგორც იტყობინებიან, მოხერხდა, სულ მცირე, 42 მუშის გადარჩენა. მიმდინარეობს დაკარგული მუშების ძებნის ოპერაცია. სოკარის მფლობელობაში მყოფ პლატფორმაზე ხანძარი 4 დეკემბერს, გვიან ღამით გაჩნდა, როცა, კომპანიის ცნობით, ძლიერმა ქარმა გაზის ხაზი დააზიანა. ქარის გამო გართულდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესი. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს, გენერალური პროკურორის ოფისის და სოკარის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტის შესახებ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG