Accessibility links

სომხეთში ახლად დაქორწინებული წყვილი თაფლობის თვის ნაცვლად კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობს


სომხეთში ახლად დაქორწინებული წყვილი კორონავირუსით დაავადებულებს მკურნალობს

გიორგი და თათემ ქანთარიები ახლად დაქორწინებულები არიან. ისინი ერევანში ცხოვრობენ და საავადმყოფოში მუშაობენ. თებერვლის ბოლოს შეუღლებულები თაფლობის თვის ნაცვლად სამსახურში გავიდნენ, რომ კორონავირუსით დაავადებულებს უმკურნალონ. 5 აპრილიდან მოყოლებული, კოლეგებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„რა თქმა უნდა, არავის წარმოედგინა, რომ ყველაფერი ასე მოტრიალდებოდა და ექიმებს ასეთი დაძაბული სამუშაო ექნებოდათ , - ამბობს გიორგი ქანთარია, - „ამას არავინ ელოდა, მაგრამ ერთად მუშაობით, ერთმანთის დახმარებით ყველანაირ დაბრკოლებას ვლახავთ და მალე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით“.

კორონავირუსის ეპიდემიამდე გიორგი და თათემი სამედიცინო ცენტრში მუშაობდნენ. ახლა მათი სამსახური ერევნის ერთ-ერთი სასტუმროა. იქ ასამდე პაციენტია, რომელთაც კორონავირუსი შედარებით იოლად გადააქვთ. გიორგი პროფესიით უროლოგია, მაგრამ ეპიდემიის გამო პროფილის შეცვლა მოუხდა.

„მაგალითად, არიან პაციენტები წნევის პრობლემით. ვიღაც სტრესის გამო ცუდად გრძნობს თავს. ასევე, გვყავს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, რომლებსაც წამლები დროულად უნდა მისცე. დღის განმავლობაში სამუშაო ყოველთვის გვაქვს“.

სამსახურში ექიმებს დამცავი კოსტიუმები აცვიათ და ნიღბებს ატარებენ. როდესაც გიორგის ეკითხებიან, ეშინია თუ არა ცოლი არ დაავადდეს, ის პასუხობს: „ერთი ჩვენგანი რომ სახლში ყოფილიყო და მეორე - სამსახურში, უარესი იქნებოდა“.

გიორგი და თათემ ქანთარიები
გიორგი და თათემ ქანთარიები

„სიმართლე გითხრათ, აპრილში გვინდოდა დაქორწინება, - ასე ვგეგმავდით, - მაგრამ რაღაცამ გვაიძულა გადაგვეფიქრებინა და უფრო ადრე ვიქორწინეთ. ეს დაგვეხმრა: არ მოგვიწია ქორწილის კარანტინში გადახდა, მაშინ 20 კაცზე მეტს ვერ შევკრებდით“, - იცინის ქანთარია.

თათემი ამბობს, რომ ოჯახურ ცხოვრებას ჯერ ვერ შეეჩვია, მაგრამ არ ნანობს, რომ ქმარს კორონავირუსთან ბრძოლის „ფრონტის წინა ხაზზე გაჰყვა“.

უკვე ნელ-ნელა ვიგებ, მას რა უყვარს, რა არ უყვარს. როცა სახლში დავბრუნდებით, საჭმლის გაკეთებას ვისწავლი. ახლა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ვისწავლი და მის საყვარელ კერძებს გავაკეთებ. ყველაფერს მოვასწრებთ, მთელი ცხოვრება წინ გვაქვს“, - ამბობს ის.

„მერე მოსაყოლად გვექნება ჩვენი უცნაური თაფლობის თვე“, - ხუმრობენ ახლად დაქორწინებულები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG