Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში ასეულობით დემონსტრანტმა გააპროტესტა რეფერენდუმის შედეგები


საპროტესტო აქცია ერევანში
საპროტესტო აქცია ერევანში

ერევნის ქუჩებში ასეულობით დემონსტრანტმა პროტესტი გამოხატა სომხეთში გამართული რეფერენდუმის შედეგების მიმართ. ხალხს კენჭი უნდა ეყარა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომელთა მიხედვით, სომხეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გარდაიქმნას. ოპოზიცია თვლის, რომ რეფერენდუმი დარღვევებით ჩატარდა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ რეფერენდუმზე დასმულ შეკითხვას საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ, 63.5%-მა დაუჭირა მხარი. ამავე წყაროს თანახმად, მონაწილეობა რეფერენდუმში ხმის უფლების მქონეთა 50,51 პროცენტმა მიიღო. მთავრობამ 6 დეკემბერს დანიშნა რეფერენდუმი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით. მან განაცხადა, რომ ეს ცვლილებები „უფრო ეფექტიანს გახდის თანამშრომლობას ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის“ და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვას. სომხეთის ეროვნული კონგრესი და სხვა ოპოზიციური ჯგუფები რეფორმების წინააღმდეგ ატარებდნენ კამპანიას და აცხადებდნენ, რომ ეს ინიციატივა არის სარქისიანის მცდელობა, ხელისუფლებაში დარჩეს მას შემდეგ, რაც 2018 წელს ამოიწურება მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა. სომხეთის ეროვნული კონგრესის ოფიციალური წარმომადგენლის, ლევონ ზურაბიანის თანახმად, მთავრობამ გაინაღდა დადებითი შედეგი გაყალბების გზით. მან ეჭვქვეშ დააყენა რეფერენდუმში მონაწილეთა რიცხვიც, მისი თქმით, კენჭისყრაში ნახევარზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG