Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იწყება ევროკავშირის სამიტი, რომლის თემებს შორის არის რუსეთის მიმართ სანქციები


22 ივნისს ბრიუსელში იწყება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა, რომლის დროსაც მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების თაობაზე. წინასწარი ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი წარმოადგენენ საკუთარ შეფასებებს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებათა შესრულების თაობაზე, რაც განხილული იქნება სამუშაო ვახშმის დროს. სამიტის მიზანია, შემუშავდეს რეკომენდაციები რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების თაობაზე, რასაც, უახლოეს ხანებში მხარს დაუჭერს ევროკავშირის საბჭო. ამას გარდა, ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგშია უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები, მიგრანტთა კრიზისი და ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან. ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა 23 ივნისამდე გაგრძელდება. 19 ივნისს ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის მცდელობის შემდეგ, სამიტი ტარდება უსაფრთხოების გაძლიერებულ პირობებში.

XS
SM
MD
LG