Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: შარშან მსოფლიოში 65,5 მილიონამდე გაიზარდა ადგილნაცვალ პირთა რიცხვი


სირიელი მიგრანტები, საბერძნეთი, 2016 წელი
სირიელი მიგრანტები, საბერძნეთი, 2016 წელი

გაეროს მონაცემებით, შარშან მსოფლიოში 65,6 მილიონამდე გაიზარდა ადგილნაცვალ პირთა რიცხვი. ეს მაჩვენებელი, რომელიც 19 ივნისს გამოაქვეყნა გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ, მოიცავს როგორც ლტოლვილებს, ისე თავშესაფრის მაძიებლებსა და საკუთარ ქვეყანაში ადგილნაცვალ პირებს და, დაახლოებით, 300 ათასით მეტია ვიდრე 2015 წლის ბოლოს იყო.

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანტიმ 20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ადგილნაცვალი პირების მიმართ შიში და მათი იზოლაცია ხელს ვერ შეუწყობს პრობლემის მოგვარებას.

„20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, პატივს მივაგებთ იმ 65 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობასა და გაბედულებას, რომელიც იძულებულია გაექცეს ომს, დევნასა და ძალადობას. მაგრამ ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ მთელს მსოფლიოში იმ თემებისა და ადამიანების დამსახურება, რომლებიც თავიანთ რიგებში იღებენ ლტოლვილებსა და ადგილნაცვალ პირებს, მათ სთავაზობენ უსაფრთხო ადგილს და მიესალმებიან თავიანთ სკოლებში, თავიანთ სამუშაო ადგილებზე, თავიან საზოგადოებებში“, - განაცხადა ჟენევაში ფილიპო გრანტიმ.

ადგილნაცვალ პირთა ყველაზე დიდ ჯგუფს, 12 მილიონამდე ადამიანს, სირიელები შეადგენენ. მათ მოჰყვებიან კოლუმბიელები (7,7 მლნ) და ავღანელები (4,7 მლნ).

XS
SM
MD
LG