Accessibility links

გარდაიცვალა ლიუ სიაობო, ნობელის პრემიის ჩინელი ლაურეატი


აქტივისტები პატივს მიაგებენ ცნობილი დისიდენტის ხსოვნას

13 ივლისს გარდაიცვალა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ჩინელი ლაურეატი, ლიუ სიაობო, რომელიც მძიმე დაავადების მიუხედავად პატიმრობაში იმყოფებოდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ყურად არ იღო საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება, რათა გაეთავისუფლებინა ცნობილი დისიდენტი და უფლებების დამცველი და მიეცა მისთვის უფლება სიცოცხლის ბოლო დღეები საზღვარგარეთ გაეტარებინა.

61 წლის ლიუ სიაობო, 7 ივლისიდან იმყოფებოდა საავადმყოფოში, გაძლიერებული დაცვის ქვეშ. იგი 2009 წელს დააპატიმრეს „სახელმწიფოს ძირგამომთხრელი“ საქმიანობის მცდელობის ბრალდებით პეტიცია „ქარტია 08“-ის გამო. პეტიციის ავტორი ჩინეთში დემოკრატიზაციასა და პოლიტიკურ რეფორმებს მოითხოვს. 2009 წელს მას მეოთხე ვადით მიუსაჯეს პატიმრობა.

ლიუ სიაობოს 2010 წელს მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია „ჩინეთში ადამიანის ძირითადი უფლებებისათვის ხანგრძლივი და არაძალადობრივი ბრძოლისათვის“. დაჯილდოების ცერემონიაზე ცარიელი სკამი იდგა იქ, სადაც, ჩვეულებრივ, ლაურეატი დგას ხოლმე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG