Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კიდევ ერთი მსხვერპლი ავღანეთში


ქართველი სამხედროები ავღანეთში
ქართველი სამხედროები ავღანეთში
24 აპრილს ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამხედრო, სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 35 წლის სერჟანტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა და ავღანეთის გარდა, ვალერიან ხუჯაძე ერაყის სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა. საქართველო ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში 2009 წლიდან მოყოლებული საქართველოს ქვედანაყოფმა ავღანეთში 16 ჯარისკაცი დაკარგა. მიუხედავად ქართველი ჯარისკაცების მიერ გაღებული მსხვერპლისა, წელს საქართველოს მთავრობა აპირებს დამატებით კიდევ ერთი ბატალიონით გაზარდოს ავღანეთში მყოფი ქართული მისია, რომელიც 950 ჯარისკაცს ითვლის.
XS
SM
MD
LG