Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაგდა მაღრაძე


26 ოქტომბერს მაგდა მაღრაძე, "ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ფონდის დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებზე, რომელთა მიზანიც პროფესიონალი კადრების მომზადებით საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. ფონდი ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისთვის საბუნებისმეტყველო-საინჟინრო და ტექნიკურ დისციპლინებში. მაგდა მაღრაძემ ილაპარაკა კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საქართველოს შრომის ბაზარზე და დამსაქმებელთა მოთხოვნებზე. "დილის საუბრების" სტუმარმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს, დამსაქმებლისა და ფონდის თანამშრომლობის მნიშვნელობას პროფესიული განათლების პროგრამების გაუმჯობესებაში. პროფესიული განათლების საგრანტო კონკურსი 2015 წელს გამოცხადდა და შერჩეული პროექტების საშუალებით შეიქმნა და განახლდა საერთაშორისო სტანდარტების პროგრამები კერძო სექტორის მიერ მოთხოვნად შემდეგ დარგებში: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის. ათი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 19,6 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც 12 მილიონი დოლარი საგრანტო თანხაა, დანარჩენს კი კერძო სექტორი აფინანსებს. 31 ოქტომბერს თბილისში გაიმართება პროფესიული განათლების პროგრამების საჯარო გამოფენა. მაგდა მაღრაძემ ილაპარაკა აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გეოგრაფიაზე და ხელმისაწვდომობაზე.

მაგდა მაღრაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:52:25 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG