Accessibility links

717-მდე გაიზარდა ჭყლეტის შედეგად დაღუპულების რიცხვი


ჰაჯის მონაწილეები

საუდის არაბეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჰაჯის მონაწილე, სულ ცოტა, 717 ადამიანი დაიღუპა და 805 დაშავდა მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქ მინაში ჭყლეტის შედეგად. ოფიციალური პირები ტვიტერით ავრცელებენ ცნობას, რომ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები. მინა სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული მექიდან, რომელსაც მიაშურებენ ჰაჯის - მუსლიმთა ყოველწლიური დღესასწაულის - მონაწილეები. საუდის არაბეთში 164 ქვეყნის წარმომადგენელი, სულ ცოტა, ორი მილიონი მლოცველი იმყოფება ხუთდღიან ჰაჯში მონაწილეობის მისაღებად.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG