როგორ და რისთვის მზადდება ხავიწის ქადა, რომელსაც მთის ხალხისთვის განსაკუთრებული კერძის სტატუსი აქვს მინიჭებული? რადიო თავისუფლება მთიულ ქალს, ოლა ბუჩუკურს, ფასანაურში ესაუბრა, რომელმაც, ხავიწის ქადის რეცეპტის გარდა, მთის სხვა ტრადიციებიც გაიხსენა.
82 წლის ოლა ბუჩუკურს აღარც კი ახსოვს, რამდენი ხავიწის ქადა გამოუცხვია მას შემდეგ, რაც გვიდაქედან, თეთრი არაგვის მხრიდან, გუდამაყარში, შავი არაგვის მხარეს, წიკლაურებში გათხოვდა. ხავიწის ქადის ცხობაც გათხოვების შემდეგ ისწავლა. ქადის გამოცხობაში ოლას შვილიშვილი ილია ეხმარება. ოლას გადაადგილება უჭირს, სკამზე ზის, მუხლებზე ჯამი უდგას და ცომის მოსაზელად ემზადება:
- აი, ბაბო, ფქვილი აქ არის.
- შენ გენაცვალე აგრეადარა.
- მითხარი, რაც გინდა, და მე მოგაწვდი....
- ადრე დედა აკეთებდა ამეებს, შვილო. მე გუდამაყარში ვისწავლე ქადის ცხობა. სანამ მთიულეთში ვიყავ, არც ხავიწს ვაკეთებდი, არც საჭმელს, არც ცომი მომეზილა, მერე, როცა გავთხოვდი და დამჭირდა, ყველაფერი ვისწავლე.
ხავიწის ქადა მთაში ორი მიზეზით ცხვება: ერთი მიზეზი ხატობაა, დღესასწაულები, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს - გიორგობას, მარიამობას, ლომისობას, ქაშვეთობას, ზეგარდობას - იმართება. ხატობისთვის გამომცხვარ ხავიწს, ღამის სათევს ეძახიან. მეორე მიზეზი კი, რის გამოც ხავიწის ქადას მთის ქალები აცხობენ, მათი მიცვალებულებია. ის აღდგომის ღამეს, მიცვალებულის სახელზე ცხვება და ტაბლა ჰქვია. ხავიწის ქადის ცხობას თავისი რიტუალი აქვს:
”თუ ქადას მკვდრისთვის აცხობ, მარილს რომ მააყრი, მკვდარს უნდა უთხრა შანდობა, შაიწყალოსა. აღდგომას, შენი მტრისა და დუშმნის, გულსატკენი მკვდრისთვის აუცილებლად უნდა ამოაცხო ტაბლა. თუ ხატისთვის აცხობ ტაბლას, მარილს რომ მააყრი უნდა თქვა, გაადიდოს დიდი ლომისა, ძლიერება მისცას და გვიშველოს და შეგვეწიოს. ახლა დავიწყოთ ხავიწის გაკეთება, ცოტა წყალი მომე, ილია”...
ხავიწის ქადა რომ გამოაცხო, წყალი გჭირდება, მარილი, ფქვილი და ერბო. ოღონდ, როგორც ოლა ბუჩუკური ჰყვება, ხავიწის დასამზადებელი ერბო ადრე თურმე სპეციალურად გამოჰყავდათ და მას ჯორისთავადი, ანუ ჯვარისთავადი, ერქვა და მისი გამოყენება სხვა საჭმელში აკრძალული იყო:
„ერთ კილო ერბოს, რომელსაც ჯორისთავადს ეძახოდნენ, სპეციალურად ინახავდნენ ხოლმე. აი, ერბოს რომ გამაარჩევდნენ კარაქისგან, პირველად ჯორისთავადს გადასწურავდნენ და აავსებდნენ ქილებს ლომისისთვის, ქაშუეთისთვის... და არ შაიძლებოდა იმ ერბოს სხვა საჭმელში გამოყენება. აი, ამ ჯვარისთავადს მალავდიან კე, ბალღებს რომ არ მოგვექექა“, - იხსენებს ოლა ბუჩუკური.
ბევრი არაფერი უნდა ხავიწის ქადის ცხობასო, მეუბნება ოლა და ხავიწის, ანუ ქადის გულის, მომზადებას იწყებს. გახურებულ ტაფაზე კოვზით ერბოს დებს, მერე მარილს აყრის, შავ ფქვილს და წყალს ამატებს:
„ცოტა წყალი, რომ ძალიან ფიცხი არ მოგვივიდეს... ახლა შავი ფქვილი... მარილი და მოვურიოთ. აი, ესა და ეს არის ხავიწის გულის გაკეთება“, - ამბობს ოლა.
ახლა ხავიწი უნდა გაცივდეს, რომ ცომში გულად ჩაიდოს და გამოცხვეს. ცომის მოზელას რაღა უნდაო, ამბობს ოლა. ფქვილი, წყალი და მარილი, ოღონდ მარილის მოყრისას იმის ხსენება არ დაგავიწყდეს, ვისთვისაც ქადას აცხობო. წიკლაურებში გათხოვების შემდეგ ოლა ბუჩუკურმა იმ ხატში დაიწყო სიარული, რომელსაც წიკლაურები ადიდებენ - პირიმზე, ფუძის ანგელოზი. მარიამობას იქ განსაკუთრებული დღესასწაული იმართება ხოლმე. პატარა სალოცავი გაშლილი ველის თავზე, პატარა გორაკზე, გუდამაყრის ხეობის დასასრულს, ბურსაჭირისა და ბოსლის ხეობების გასაყართან დგას. სალოცავთან მისვლა ქალებს ეკრძალებათ. იქ მხოლოდ კაცები და ბავშვები ადიან, რომ დეკანოზს ხავიწის ქადა და შესაწირი აუტანონ. დეკანოზმა ხავიწის ქადა უნდა დასეროს:
„ერთად მისი ოჯახი, ბავშებიცა, დიდებიცა. ოჯახის უფროსი, მამა იქნება ან ბიძა, შაიდებს ის დიდ ხავიწს თავზე და აუტანს დეკანოზს. იმან უნდა უთხრას დეკანოზს, აი, დამამწყალობნე, ესა და ეს გვარი ვარ და სახელი ესა მქვიაო. დეკანოზმა დანით ჯვარი უნდა დაასვას, შუაგულიდან პატარა ლუკმა ამოჭრას და ისევ უკან ჩადვეს, ვითომ ხატმა შაჭამა“, - ამბობს ოლა.
კიდევ ერთი რიტუალი, რომელსაც ოლა ბუჩუკური იხსენებს, ხატში გარევაა. ამ რიტუალის მთავარი გმირები კი ოჯახის ახალი წევრები არიან:
„ჩვენ, წიკლაურები, პირიმზეს ვლოცულობთ. და თუკი წიკლაურებში ვინმე ან ცოლს მაიყვანს, ან გათხოვდება, ან შვილი შეეძინება, ოჯახის ახალი წევრი უნდა მიიყვანოს ხატში და გაჰრივოს. მიიყვანს საკლავს, დაკლავს და დაჰლოცვენ და გარეულია ხატში. სხვადასხვა გვარსა სხვადასხვა გვარში ჰრევენ. აი, მაგალითად, აფციაურები, ზეგარდობის ხატს ეძახიან, მთაშია რაღაც სასწაული სალოცავი, თურმე მტრედებს აუშენებიათ“, - ამბობს ოლა ბუჩუკური.
...ხატში მეცა ვარ გარეული. მახსოვს გაშლილი ველი. თავწაყრეინებული ცხვარი-საკლავი, სიმღერა-მოძახილი. ცალ ხელში ხავიწის კვერი მიჭირავს, ცალ ხელში ბაბოს ჩამოქნილი თაფლის სანთელი, რომელსაც უბისკენ ვიჭუჭკავ, ნიავმა რომ არ გამიქროს, და ავდივარ გორაზე, სალოცავთან, საცა დეკანოზი დგას. აბა, რა ვიცი, მამშივდა თუ რა იყო, ქადა ჩავკბიჩე და ჩაკბეჩილი ქადა მივაწოდე დეკანოზს. იმან გაიცინა და თქვა:
უყურე ქალშავასა, გაკბენჩილი კვერი ამოუტანია ხატისთვისაო.
მერე თითი ცხვრის სისხლში ამოავლო, შუბლზე ჯვარი დამასვა, გწყალობდესო, მითხრა. თავქვე დავეშვი ჩემებისკენ, ხატში გარეული.

ცოტა წყალი, რომ ძალიან ფიცხი არ მოგვივიდეს... ახლა შავი ფქვილი... მარილი და მოვურიოთ ...ოლა ბუჩუკური

ჩვენ, წიკლაურები, პირიმზეს ვლოცულობთ. და თუკი წიკლაურებში ვინმე ან ცოლს მაიყვანს, ან გათხოვდება, ან შვილი შეეძინება, ოჯახის ახალი წევრი უნდა მიიყვანოს ხატში და გაჰრივოს...ოლა ბუჩუკური