რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 29 ოქტომბერს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას არ დასწრებიან ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები და ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, რომელსაც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
თბილისში, 22 ივლისს, შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიების ვადა გახანგრძლივდა და 27 ოქტომბერს დაგეგმილი წინასასამართლო სხდომა აღარ ჩატარდა. გამოძიების ვადის გახანგრძლივება ბრალდების მხარემ მოითხოვა.
26 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდს, რომელსაც კიდევ ერთ არასრულწლოვანთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმის მომზადებას ედავებიან, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში ექიმებმა სუროგაციის სააგენტოს უარი უთხრეს 26 კვირის ორსულობის შეწყვეტაზე. სააგენტომ სუროგატი ქალი ჩინეთში გაგზავნა, სადაც, მისი თქმით, ცოცხალი ბავშვი გააჩინა და ჩვილი მოკლეს. ეს ისტორია მძიმე ბრალდებებს მოიცავს და აჩენს კითხვებს, რომელთა პასუხებს ამ სტატიაში ვიკვლევთ.
დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ან კომპენსაცია არ მიუღიათ, 19 ოქტომბრიდან შეუძლიათ ბინის ნაცვლად ფული მოითხოვონ - ოჯახის თითო წევრზე 10 000 ლარი. ეს შეთავაზება ნებაყოფლობითია და სახელმწიფოს წელს ამ მიზნით 58 მილიონი ლარის გაცემა შეუძლია.
წელს ვაქცინაციის მსურველები გრიპის სეზონისთვის სამკომპონენტიანი ვაქცინით აიცრებიან. გასულ წელთან შედარებით შეცვლილია ვაქცინის არა მხოლოდ კომპონენტების რაოდენობა, არამედ მისი შემადგენლობაც.
ბავშვის სექსუალური გამოსახულების შესაქმნელად დღეს მისი რეალური ინტიმური ფოტოების მოპოვება აღარ არის საჭირო - ამისთვის საკმარისია ერთი ჩვეულებრივი ფოტო, რომელიც თავად ან მშობელმა ატვირთა სოციალურ ქსელში.
ორ თვეზე მეტია, 33 წლის სუროგატი ქალი, მარია, პოლიციის დახმარებას უშედეგოდ ელის. საქართველოში, შემოსავლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, თავს სხვა სუროგატი ქალების ბინებს აფარებს.
ირკუტსკში ჭირის შესაძლო შემთხვევაზე WHO რუსეთისგან დამატებით პასუხებს ითხოვს - მათ შორის, დასტურდება თუ არა ეჭვი შესაძლო ჭირის კიდევ ერთ შემთხვევაზე. არსებობს თუ არა რისკები საქართველოსთვის და როდის შეიძლება გახდეს საჭირო დამატებითი ეპიდემიოლოგიური ზომები მიღება?
გაერთიანებულმა სამეფომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და 60 წლამდე კაცის ექსტრადიციას დასთანხმდა. მას საქართველოში არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურებისთვის 20-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
36 წლის დიანას ამბავი კარგად აჩვენებს, რის წინაშე დგანან საქართველოში ჩამოყვანილი სუროგატი ქალები და რა ხდება მრავალმილიონიან ბიზნესში, რომელიც სათანადოდ გამჭვირვალე არ არის, პასუხისმგებელი ორგანოები კი დუმან.
საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივი ავადობის გამოვლენის შემთხვევების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღების თანამშრომლებს ლაბორატორიული კვლევების ჩატარება დაავალა.
თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივი ავადობის მიზეზად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ნოროვირუსს ასახელებს. თუმცა ამ დრომდე უცნობია, როგორ და საიდან გავრცელდა ვირუსი, რა საერთო ეპიდემიოლოგიური კავშირი არსებობდა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ბაღებში გამოვლენილ შემთხვევებს შორის.
სამედიცინო პერსონალის დაბერებას გლობალურ გამოწვევად მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. WHO-ს 18 სექტემბერს გამოქვეყნებული ახალი, 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში თითქმის ყოველი მეოთხე ექიმი 55 წელზე უფროსია და მომდევნო ათწლეულში საპენსიო ასაკს მიაღწევს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მცდარს უწოდებს ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქალაქ ესტეპონაში „წამების ოთახის“ საქმეზე დაკავებული შვიდი ადამიანი საქართველოს მოქალაქეა. უწყებაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დაკავებულები არც ეთნიკურად ქართველები არიან.
გიორგი კვიცარიძეს, 32 წლის IT-სპეციალისტს, რომლის სახელიცა და გვარიც პოლიციის განყოფილებაში დაკავებულებზე ძალადობის ამსახველი კადრების მოპოვებას უკავშირდება, 7 სექტემბერს, სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ლოკაცია ხომ გაქვს, ჩახედე!“ - ეს არის ხოლმე პირველი ფრაზა, რომელსაც 18 წლის სანდრო დედას ეუბნება, როდესაც ის ტელეფონზე ურეკავს. სოფო ომანაძეს იმის ნახვა, სად არიან შვილები, ნებისმიერ დროს შეუძლია. შვილებიც ხედავენ, სად არის დედა - ერთმანეთს ადგილმდებარეობას სპეციალური აპლიკაციით უზიარებენ.
პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა 16 წლის მოზარდს, რომელსაც 3 თვის განმავლობაში განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ. რუსთავის საქალაქო სასამართლო დღეს, 15 სექტემბერს, მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს და სავარაუდოდ, ბიჭი საპატიმროს დღესვე დატოვებს, გირაოს სანაცვლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 სექტემბერს, გარდაცვლილი პედაგოგის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანი გოგოს, ნ.ი.-სა და ა.ბ.-ის წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლოსთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
ჩამოტვირთე მეტი