Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისიდან დაიწყო კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის განხილვა


შეხვედრის მონაწილეებს კონსტიტუციის პროექტი წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ
შეხვედრის მონაწილეებს კონსტიტუციის პროექტი წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ

ქუთაისიდან დაიწყო საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. შეხვედრის მონაწილეებს პროექტი წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა.

გადმოწერა

კობახიძის შეფასებით, არადემოკრატიული კონსტიტუცია დემოკრატიულით იცვლება, რაც მთავარი ამოცანა იყო. „მოქმედი კონსტიტუცია უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე, ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, რაც 2010 წელს პირდაპირ დაფიქსირდა ვენეციის კომისიის დასკვნაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, დღევანდელი კონსტიტუციით არ არის დაცული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მეორე ამოცანაა დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის დახვეწილ სისტემად გარდაქმნა და მესამე, ერთხელ და სამუდამოდ შექმნა ისეთი კონსტიტუციისა, რომელიც სახელმძღვანელო იქნება ნებისმიერი იურისტისთვის.

“ჩვენი ახალი რედაქციით, ეს სამივე ამოცანა ზედმიწევნით შესრულებულია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის პირველ, საყოველთაო-სახალხო განხილვას ქუთაისში ესწრებიან საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები. ”ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი გზავნილი ხელისუფლებისადმი - ქუთაისს ართმევენ საპარლამენტო ქალაქის წოდებას, შეთავაზებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლების უზურპაციაზე მიუთითებს და მოსახლეობას ართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას“ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგი კაპანაძემ. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვა საპარლამენტო პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG