Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია

პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციიდან. ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან.

18:03 19.4.2013
”აქ იმიტომ ვართ, რომ უკეთესი ცხოვრება, სამუშაო, მშვიდობა და ევროპა გვინდა, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. - იტყობინება ანა ბარბაქაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:03 19.4.2013
რუსთაველის გამზირზე, ვაკის მიმართულებით ათმა ადამიანმა ქართული ოცნების დროშით გაიარა. იტყობინება ნინი გრიგალაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:01 19.4.2013
პარლამენტის ყოფილ შენობასთან, ტრიბუნის უკან მოხუცი ქალი ქვაზე ზის და ამბობს: ”არავის ეგონა, ამდენი ხალხი რომ მოვიდოდა, მაგრამ ხომ მოვიდა”. - იტყობინება სოფო ლაგვილავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:57 19.4.2013
პარლამენტის ყოფილი შენობის შიდა მხარეს შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ჟურნალისტებს ეუბნება, რომ შენობიდან არავინ გამოვა და ტყუილად უცდიან ვინმეს გამოჩენას. მან თავი დაცვის თანამშრომლად წარუდგინა ჟურნალისტებს. - იტყობინება მარგო ჯაფარიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG