Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია

პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციიდან. ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან.

18:14 19.4.2013
''მე მკაფიო შიში მაქვს იმისა რომ ევრაზიის კავშირში შევალთ, ეს იქნება ჩვენი ბოლო ნაბიჯი. დიდ ომს ვერ წამოვიწყებთ. მანამდე ყველაფერი აწყობილი იყო და დაინგრა'', განაცხადა აქციის მონაწილე ნანა ღვინიაშვილმა. - იტყობინება ანა ბარბაქაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:12 19.4.2013
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის მონაწილეები ჰიმნს უსმენენ. - იტყობინება სოფო ლაგვილავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:10 19.4.2013
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს ტრიბუნაზე დგანან: ჟურნალ ”ტაბულის” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტის დეპუტატები: გიგი წერეთელი, გოკა გაბაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, ასევე - კობა ხაბაზი, ლევან თარხნიშვილი, ლელა ოჩიაური და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. - იტყობინება მარგო ჯაფარიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:06 19.4.2013
აქციაზე მისულმა ხალხმა ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კინო "რუსთაველიდან" ქაშუეთამდე შეავსო. იტყობინება მარგო ჯაფარიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG