Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ „ოსკარზეა“ ნომინირებული


ზაზა ურუშაძე
ზაზა ურუშაძე

ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე“ ნომინირებულ უცხოენოვან ფილმებს შორის დასახელდა ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ნამუშევარი, „მანდარინები“. ფილმი, რომელიც ქართულ-ესტონური ერთობლივი პროდუქციაა, ესტონეთმა წარადგინა „ოსკარზე“.

ურუშაძის ფილმს ძლიერი კონკურენტები ჰყავს, მათ შორის რუსი რეჟისორის, ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი „ლევიათანი“, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ, 11 იანვარს ერგო „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის.

„ოსკარზე“ ნომინაციის შანსი ჰქონდა კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმს “სიმინდის კუნძულს“, რომელიც ამ პრესტიჟულ პრემიაზე წარსადგენი სურათების „შორტ ლისტში“ იყო შესული, მაგრამ ის ნომინანტების ხუთეულში ვერ მოხვდა.

„ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს გაიმართება ლოს-ანჯელესში.

XS
SM
MD
LG