კოალიცია ”ქართული ოცნება” თავისი 2 წარმომადგენლის დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროვოკაციად მიიჩნევს. საუბარია სამინისტროს მიერ 27 ივნისს გახმაურებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლის ”გადმობირებას” ცდილობდნენ. რა კავშირი აქვს 27 ივნისის ფაქტს 17 ივნისს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ფაქტთან, რომელიც ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის სახელს უკავშირდება?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლის გადაბირებასა და მოსყიდვას კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები - 21 წლის ირაკლი პერტენავა და 43 წლის ზურაბ ფიფია ცდილობდნენ. სამინისტროს მიერ 27 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში ირაკლი პერტენავა მოხსენიებულია როგორც კოალიციის ”აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე”, ხოლო ზურაბ ფიფია როგორც კოალიციაში შემავალი პარტიის, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" „აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.”
”როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ისინი დაუკავშირდნენ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელს კახა ბაღათურიას და სთავაზობდნენ მას ფულად ანაზღაურებას და უსაფრთხოების გარანტიებს სამინისტროზე მიწოდებული ინფორმაციის სანაცვლოდ. ეს ინფორმაცია უნდა ყოფილიყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ”, - განაცხადა 27 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.
პარალელურად გავრცელდა საკმაოდ დაბალი ხარისხის ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ტიტრები ახლავს. სწორედ ამ ტიტრებიდან ვიგებთ, რომ სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს, ზურაბ ფიფიას, სერიოზული ინფორმაციებისთვის ”ძალიან ბევრ რამეზე” შეუძლია ”წასვლა” და რომ მისი ქმედებები ”ზევითაც” არის შეთანხმებული. თუკი ზურაბ ფიფია ზემდგომთა ვინაობას არ აკონკრეტებს, მეორე დაკავებული - ირაკლი პერტენავა - თავის მოსახელეზე - ვინმე ირაკლიზე - ლაპარაკობს, რამაც არაერთი კითხვის ნიშანი წარმოშვა.
კონტექსტიდან გამომდინარე, ბევრმა იფიქრა, რომ ფარულ ჩანაწერში ნახსენებ ვინმე ირაკლიში, რომელიც თითქოსდა ასევე ჩართული იყო პოლიციელის მოსყიდვის მცდელობაში, შესაძლოა ირაკლი ალასანია იგულისხმებოდეს. თუმცა, როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ჩანაწერში ნახსენები ირაკლის ვინაობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი:
”არა, დაკონკრეტებული არ არის. ჩვენ ჯერ ეს არ ვიცით. იმედია გამოძიების მსვლელობისას გაირკვევა.”
შოთა უტიაშვილი ამბობს ასევე, რომ 27 ივნისს გავრცელებული ვიდეომასალა თვენახევრის მანძილზე განხორციელებული ფარული ჩანაწერების ნაკრებს წარმოადგენს. მართალია, დაკავებულთა რეგალიები მიუთითებს, რომ ისინი აფხაზეთის მიმართულებით მუშაობდნენ, მაგრამ, როგორც შოთა უტიაშვილი განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც გააჩენდა ეჭვს, რომ პოლიციელის მოსყიდვის ფაქტი რაიმენაირად უკავშირდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას.
27 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ირაკლი ჩიქოვანმა და, სამწუხაროდ, მიიჩნია, რომ შესაძლოა მათი ორგანიზაციის წევრები ”ამ პროვოკაციის მსხვერპლნი იყვნენ”. ჩიქოვანის თქმით, ღია და კანონმორჩილ კოალიციას არ აინტერესებს უკანონო გზით მოპოვებული ინფორმაციები და არასოდეს მიისწრაფვის ასეთი მასალების მოპოვებისკენ.
ხოლო კოალიცია ”ქართული ოცნების” კიდევ ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 27 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას მის წინააღმდეგ მიმართული ”მეორე სერია” უწოდა. სესიაშვილი შეგვახსენებს 17 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას, როდესაც შსს-მ მისი მეგობარი ზაზა ჭელიძე დააკავა და სწორედ ჭელიძემ დაადო ხელი სესიაშვილს პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით. სესიაშვილი ამბობს, რომ საქმე მთლიანად ”შეთითხნილი იყო” და რომ, რადგანაც სამართალდამცველებს პირველ ჯერზე არაფერი გამოუვიდათ, 27 ივნისს მათ უკვე მეორე მცდელობას მიმართეს:
”არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან იმის ილუზია, აი, ამ მეორე ვიდეოს ჩვენებით, რომ თითქოს პირველიც რეალური იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიდგომა, რომ თითქოს ”ქართული ოცნება” ინფორმაციების შიგნიდან გამოტანას ცდილობს, აბსურდულია და ტყუილია.”
როგორც ირაკლი სესიაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ დრომდე ის გამოძიებას არ დაუბარებია დასაკითხად. შეკითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია ეს მომავალში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე პასუხს არ იძლევა.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან იმის ილუზია, აი, ამ მეორე ვიდეოს ჩვენებით, რომ თითქოს პირველიც რეალური იყო...ირაკლი სესიაშვილი