Accessibility links

პრეზიდენტ ზემანს რთული მეორე ტური ელის


მილოშ ზემანი

ჩეხეთში და მის ფარგლებს გარეთ ბევრი ელოდება, როგორ დასრულდება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ჩეხეთში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მილოშ ზემანი, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ჩეხეთის პრეზიდენტი, და პროევროპელი ირჟი დრაჰოში.

12-13 იანვარს გამართულ არჩევნების პირველ ტურში ზემანს ამომრჩეველთა 38.6 % ერგო წილად, დრაჰოშს - 26.6 %.

მოგიწოდებთ ყველა ჩემს მომხრეს, არჩევნების მეორე ტურში მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და თან წაიყვანოთ მეგობრები, თქვენი შეყვარებულები.

26-27 იანვარს დანიშნული არჩევნების მეორე ტურის წინ ფავორიტი დრაჰოში ჩანს. ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლიდერობს ირჟი დრაჰოში - მას მხარს უჭერს 48,5 %, ზემანს - 44 %. ამასთან, არჩევნების პირველ ტურში დამარცხებულმა სულ მცირე სამმა კანდიდატმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ოპოზიციონერ კანდიდატს. ირჟი დრაჰოში, ჩეხეთის აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, ცნობილია თავის ლიბერალური და პროევროპული შეხედულებებით. იგი 2006 -2009 წლებში, მილოშ ზემანის პრეზიდენტობისას, ქიმიური ტექნოლოგიების ევროპულ ფედერაციას ედგა სათავეში. მოქმედი პრეზიდენტი მხარს უჭერს რუსეთსა და ჩინეთთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას და მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთიდან დევნილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხში.

„მოგიწოდებთ ყველა ჩემს მომხრეს, არჩევნების მეორე ტურში მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და თან წაიყვანოთ მეგობრები, თქვენი შეყვარებულები“, - განუცხადა პრაღაში მდებარე საარჩევნო შტაბში მილოშ ზემანმა ჟურნალისტებს.

როცა ზემანი 12 იანვარს კენჭისყრაზე გამოცხადდა, მას მიეგება წელს ზემოთ შიშველი ქალი, რომელიც პროტესტის ნიშნად სკანდირებდა ლოზუნგს "ზემანი - პუტინის მეძავი".

ჩეხეთში პრეზიდენტის აღმასრულებელი ძალაუფლება შეზღუდულია, თუცა პრეზიდენტი მანდატს ანიჭებს პრემიერ-მინისტრს და სენატის თანხმობით ნიშნავს ეროვნული ბანკის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს. ზემანი, რომელიც ამჟამად 73 წლისაა, პირდაპირი წესით პირველად 2013 წელს აირჩიეს ჩეხეთის პრეზიდენტად, თუმცა პრორუსული იმიჯის გამო ზემანი საჯაროდ არაერთხელ გამხდარა მწვავე კრიტიკისა და თავდასხმის ობიექტი.

როცა ზემანი 12 იანვარს კენჭისყრაზე გამოცხადდა, მას მიეგება წელს ზემოთ შიშველი ქალი, რომელიც პროტესტის ნიშნად სკანდირებდა ლოზუნგს "ზემანი - პუტინის მეძავი". 15 იანვარს პრაღაში სასამართლომ სამთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა ფემინისტურ მოძრაობა „ფემენის“ წევრს, უკრაინის მოქალაქე ანჯელინა დიაშს, რომელსაც ჩეხეთიდან დეპორტაცია მოელის და ერთი წლით ეკრძალება ამ ქვეყანაში ჩასვლა.

პრეზიდენტობის კანდიდატის, 68 წლის იან დრაჰოშის, მთავარი დევიზია „სიმართლე, გონიერება და ღირსება“. პროევროპელი კანდიდატი,რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის, შეშფოთებულია ქვეყანაში ექსტრემიზმისა და პოპულიზმის ზრდით. დრაჰოში იმედოვნებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მას ხმას დაუჭერენ ის ამომრჩევლები, რომლებსაც „ცვლილებები სურთ“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG