Accessibility links

საქართველოში გაგზავნილი მესიჯისთვის რუსეთის მოქალაქეს შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდეს


რუსეთის მოქალაქე ოქსანა სევასტიდის შვიდი წლით პატიმრობა შეუფარდეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ღალატის ჩადენაში. ოქსანა სევასტიდის დანაშაული გამოიხატა იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე მსჯავრდებულმა სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა თავის ნაცნობს რუსეთის ტანკებით დატვირთულ მატარებელზე, რომელიც აფხაზეთისაკენ მიემართებოდა. ამის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს რუსული ტელეკომპანია „მედუზა“ მსჯავრდებულის ადვოკატ ივან პავლოვზე დაყრდნობით. განაჩენი ჯერ კიდევ მარტში გამოიტანა სასამართლომ, თუმცა ამის თაობაზე ინფორმაცია მანამდე არ გავრცელებულა. პავლოვი დაჟინებით ითხოვს სევასტიდის გათავისუფლებას. 2014 წლის ნოემბერში ანალოგიურ ვითარებაში გაასამართლეს სოჭის მცხოვრები ეკატერინა ხარებავა. მას ბრალი წაუყენეს ჯაშუშობისათვის და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალდებამ განაცხადა, რომ ხარებავამ საიდუმლო ინფორმაცია გადასცა საქართველოს სამხედრო წარმომადგენელს. დაცვა აცხადებდა, რომ ქალი არ არის ჯაშუში, რადგან მეგობარს მხოლოდ ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების თაობაზე. უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ ხარებავა პოლიტპატიმრად ცნო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG