Accessibility links

სააკაშვილი ჟურნალისტებთან ერთად გაეშურა პოლონეთ-უკრაინის საზღვრისკენ


წუხელ, დილის 4 საათზე პოლონეთიდან უკრაინის მიმართულებით გაემგზავრა ავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებიან უკრაინის, პოლონეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენლები. საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა „ფეისბუკით“ გაავრცელა იცნობა, რომ მასთან ერთად იქნება მისი 11 წლის ვაჟი, ნიკოლოზი. სააკაშვილი საზღვრის გადალახვას აპირებს კრაკოვეცის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, სადაც, როგორც იუწყებიან, გაძლიერებულია სასაზღვრო მორიგეობა და შეზღუდულია საზღვარზე გადასვლის მსურველთა გადაადგილება. უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობამ ადრე განაცხადა, რომ არ აპირებს ქვეყანაში სააკაშვილის შეშვებას, რადგან მისი უკრაინული პასპორტი გაუქმებულია.

მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლონეთ -უკრაინის საზღვრისაკენ მიემართება, პრესკონფერენციას გამართავს ქალაქ ჟეშუვში, ნაცვლად ადრე გამოცხადებული პერემიშლისა. თუ რით არის განპირობებული ცვლილება პირვანდელ გეგმაში, ჯერჯერობით უცნობია. საინფორმაციო სააგენტო „უკრაინსკა პრავდას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, წუხელ მიხეილ სააკაშვილი ჟეშუვში შეხვდა უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს. იუწყებიან, რომ შეხვედრაში მონაწილეობდა კიდევ რამდენიმე უკრაინელი დეპუტატი.

27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა სააკაშვილს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო განაცხადი საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG