Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია ენგურის ხიდზე


საპროტესტო აქცია ენგურის ხიდზე
საპროტესტო აქცია ენგურის ხიდზე

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ენგურის ხიდზე დაკავებულ დარეჯან როგავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით 250 ლარის გადახდა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საპროტესტო აქცია ენგურის ხიდზე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:13 0:00
გადმოწერა

საოკუპაციო ხაზთან 20 დღის წინ დაკავებული მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრმა სხდომაზე აღნიშნა, რომ აღიარებს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს, მათ შორის პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, რაც, მისი მტკიცებით, აღელვების გამო მოხდა.

მოსამართლე ირაკლი აბშილავას კითხვას, შესაძლებელია თუ არა მან მომავალშიც გაიმეოროს მსგავის ქმედება, დარეჯან როგავამ დადებითად უპასუხა.

პროცესს ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები გელა თოლორაია და კახა შენგელია. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ოჯახს მხარდაჭერას უცხადებენ.

საპროტესტო აქცია ენგურის ხიდზე
საპროტესტო აქცია ენგურის ხიდზე

გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ ბრალდებულს უთხრა, რომ დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შესაძლოა, სასჯელის სხვა ფორმა იქნეს გამოყენებული.

მიუხედავად ამისა, სხდომის დასრულების შემდეგ დარეჯან როგავამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ მამას, არჩიკო როგავას, და ძმას, პაატა როგავას, არ გადმოიყვანენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე:

„250-ლარიანი ჯარიმა მაქვს 7 დღეში გადასახდელი, რასაც ვერ გადავიხდი, არ მაქვს. აქციებს გავაგრძელებთ, სანამ მამაჩემი და ჩემი ძმა არ გათავისუფლდებიან“.

დარეჯან როგვა დღეს დილით ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებთან შელაპარაკებისა და დაუმორჩილებლობის შემდეგ დააკავეს. ის აფხაზეთისკენ გადასვლას ცდილობდა. ინციდენტი მოხდა დაკავებულის ტრანსპორტით გადაყვანისას. დაკავებულის ოჯახის წევრები პოლიციის ავტომანქანის ქვეშ დაწვნენ და არ აძლევდნენ გადაადგილების უფლებას. ასევე დილით აქციის მონაწილეებმა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ხიდზე ცოცხალი ჯაჭვით სატრანსპორტო მოძრაობის ჩაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

საპროტესტო აქცია ენგურის ხიდზე
საპროტესტო აქცია ენგურის ხიდზე

შეკრებილებს არ სჯერათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, რომ 20 დღის წინ დაკავებული მამა-შვილი სოხუმის იზოლატორში იმყოფება. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის ასევე წარმოუდგენელია, რომ პაატა როგავა შეძლებდა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა ე.წ. მესაზღვრისთვის. დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დაკავებულების თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანა.

„რაც საჭიროა, ის გააკეთოს ხელისუფლებამ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ და არავითარი პასუხი არ არის. არავითარი რეაგირება არ არის. ჩვენ გვინდა ოროვე ერთად დააბრუნონ საქართველოში“, - განაცხადა აქციაზე დარეჯან როგავამ.

25 აპრილს, გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ როგავების ოჯახის წევრებს ენგურის ხიდზე განუცხადა, რომ დადასტურდა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაცია. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ მამ-შვილს სოხუმის სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მისივე სიტყვებით, დე ფაქტო ხელისუფლება მამა-შვილს ორი მიმართულებით ედავება.

„ერთი არის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება და მეორე, რომ შვილს, პაატა როგავას, ედავება დაკავების პროცესში ძალის გამოყენებას. მათი თქმით, პაატა როგავამ გამოიყენა ძალა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელს. მათი განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათივე მტკიცებით, როგავების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური და ისინი იმყოფებიან სოხუმში, ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში“.

კახაბერ ქემოკლიძისავე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან.

პაატა და არჩიკო როგავები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მკვიდრნი არიან. მათი ოჯახის წევრთა სიტყვებით, მამა-შვილი მდინარე ენგურის სანაპიროზე დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს, როცა ისინი ცხენს ეძებდნენ. ოჯახი ირწმუნება, რომ დაკავებულებს პირობითი საზღვარი არ გადაუკვეთიათ. როგავებმა ენგურის ხიდზე მანამდეც არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG