Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პირობები იცვლება


ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის წესებს ცვლის. თუ შარშანსოფლებისათვის (დაბა-ქალაქი) თანხების გამოყოფა მთავრობის განკარგულებით ხდებოდა, ახლა მთავრობის განკარგულებით თანხა მუნიციპალიტეტისთვის გამოიყოფა და უკვე ის დაუმტკიცებს თითოეულ დასახლებულ პუნქტს პროექტისათვის თანხას.

სოფლის მხარადაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი გამოიყოფა. ეს თანხა ხმარდება სოფლის როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ განვითარებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხარდაჭერის პროგრამა არ ითვალისწინებს მხოლოდ შერჩეული სოფლის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თანხა გამოყოფა სოციალური ხასიათის პროექტებზეც, რომელთაც ეკონომიკური სარგებელი არ ახლავთ.

2014 წელს, საერთო ჯამში, 6 445 პროექტი დაფინანსდა. პროგრამის ფარგლებში დაიხარჯა 46,778,617.00 ლარი. შესაბამისად, ერთი პროექტის ღირებულება საშუალოდ 7260 ლარით განისაზღვრა. 2013 წელს დაფინანსდა 6 822 პროექტი, საშუალოდ 7623 ლარის ღირებულების. ისევე როგორც 2013 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში, 2014 წელსაც პრიორიტეტები ძირითადად სოფლის ინფრასტრუქტურა, გზის რეაბილიტაცია და წყლის მომარაგებაა.

ახლა მთავრობის განკარგულება არა თანხის ადრესატ სოფელს, არამედ მუნიციპალიტეტს განსაზღვრავს.სოფლების კრებები ისევ ჩატარდება, თუმცა ისინი ახლა უკვე მუნიციპალიტეტებს წარუდგენენ ოქმებს პროექტების დასაფინანსებლად. ადგილობრივი ხელისუფლება ანაწილებსთანხებს, აცხადებსტენდერებს, დებს ხელშეკრულებებს, ზედამხედველობს სამუშაოებს და ა.შ. ეს თავისთავად ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ დონეზე კორუფციულ რისკებსაც ზრდის. მეორე მხრივ, შესაძლოა პროექტების მეტ ეფექტიანობას შეუწყოს ხელი, რადგან, ახალი წესებების მიხედვით, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანოს და, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში დამატებით პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს. რაც შეეხება სამინისტროს ფუნქციას, საქართველოს რეგიონალური განვითარებისადა ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსაზღვრავს ძირითად პრიორიტეტებს, რომელიც ზოგად მიმართულებას აძლევს პროექტებს და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადგენს კონკრეტული სოფლისთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობას. ამასთან, სამინისტროს, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,მსუბუქი მონიტორინგისა და რეკომენდაციების სახით, უფლება აქვს დაინტერესდეს იხარჯება თუ არა თანხები სოფლის მიერ განსაზღვრული და მოთხოვნილი მიმართულებით.

დღემდე სოფლის მხარდაჭერის პროგრამებისადმი წაყენებული ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იყო ის, რომ ეს პროგრამები, არასწორი მართვის გამო, ან ვერ ხორციელდებოდა, ან გვიან ხორციელდებოდა. პრობლემა იყო მცირე დაფინანსებაც, რაც არასაკმარისი იყო ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა წყლით მომარაგება, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პრიორიტეტის სამეულში შედის. ასევე ხდებოდა არამდგრადი პროექტების დაფინანსება (მაგალითად, მხოლოდ მოხრეშვის სამუშაოების წარმოება ამ ფულით), რაც მეორე წელს ანალოგიური სამუშაოების ჩატარებას მოითხოვდა და ა.შ. რამდენად წაადგება ახალი წესები ამ პრობლემების დაძლევას, ამას უკვე 2015 წლის შედეგები გვაჩვენებს.

XS
SM
MD
LG