ნიუ-იორკ ტაიმსის თანახმად, თეთრმა სახლმა შეიმუშავა ზომები, რომლებიც მკვეთრად ამცირებს აშშ-ის მხრიდან გაეროს დაფინანსებას და მორატორიუმს აწესებს „მრავალმხრივ“ ხელშეკრულებებზე, განიხილება ზოგიერთი ხელშეკრულებიდან გამოსვლაც. გაზეთი აცხადებს, რომ მოიპოვა ბრძანებათა ორი პროექტი, რომელთაგან ერთი გამოდის მოწოდებით დაფინანსება შეუწყდეს გაეროს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერ უწყებას, რომელიც არღვევს ირანისთვის და ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელსაც აკონტროლებს „ტერორიზმის მხარდამჭერი ნებისმიერი სახელმწიფო“, და რომელიც სრული წევრის სტატუსს ანიჭებს პალესტინის ავტონომიას ან პალესტინის თავისუფლების ორგანიზაციას. შემდეგ, პროექტში ნათქვამია, რომ სულ მცირე 40 პროცენტით უნდა შემცირდეს აშშ-ის მხრიდან საერთაშორისო უწყებების დაფინანსება და უნდა შეიქმნას კომიტეტი, რომელიც შემცირების საკითხზე იმუშავებს. გამოცემის თანახმად, პროექტში წერია, რომ დაფინანსების შემცირება სავარაუდოდ შეეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და განვითარების დახმარებას. მეორე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მრავალმხრივი ხელშეკრულებების წევრობის შეჩერებას და გადასინჯვას, არ მოიცავს ხელშეკრულებებს, რომლებიც პირდაპირ ეხება „ეროვნულ უსაფრთხოებას, ექსტრადიციას ან საერთაშორისო ვაჭრობას“ - თუმცა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა შეეხოს ისეთ შეთანხმებებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის ხელშეკრულება და ბავშვთა უფლებების და ქალთა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენციები.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1