Accessibility links

ლიონელ მესი - ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი


ლიონელ მესი

27 აგვისტოს, საღამოს, მონტე-კარლოში გამოვლინდა ევროპის 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს წოდება მოიპოვა „ბარსელონის“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ.

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი სპორტულ ჟურნალისტთაგან შემდგარმა 54-წევრიანმა ჟიურიმ დაასახელა. ჟიურიში საქართველოს წარმოადგენდა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე.

წლეულს უეფამ (ევროპის სპორტული მედიის ასოციაციასთან თანამშრომლობით) უკვე მეხუთე წელია, პირდაპირი კენჭისყრის პრინციპით გამოავლენა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. წინა კონკურსების ლაურეატები არიან ლიონელ მესი (არგენტინა), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი) და კრიშტიანუ რონალდუ.

დღესვე გამოვლინდა ევროპის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ვინაობა. ეს ტიტული მიენიჭა გერმანელ ცელია შაშიჩს.

მონტე-კარლოში ასევე გაიმართა ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა.

please wait

No media source currently available

0:00 0:05:31 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG