Accessibility links

რუსთავის მერის ახალი მოადგილეები - ძველი და ახალი სახეები


​​რუსთავის მერმა ჟურნალისტებს ორი ახალი მოადგილე გააცნო

ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში, თითქმის ერთდროულად, ახლად არჩეულმა მერებმა თუ გამგებლებმა საზოგადოებას პირველი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ ამცნეს - თავიანთი მოადგილეები წარადგინეს. მათგან ზოგი ახალი სახეა, ზოგიც ძველი.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00
Direct link

  • ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ახლად არჩეულმა მერებმა თუ გამგებლებმა თავიანთი მოადგილეები წარადგინეს.
  • რუსთავის მერის ახალი მოადგილეები არიან დავით კეკელიძე და გოჩა ლორია.
  • რუსთავის მერიაში მოსალოდნელა სხვა საკადრო ცვლილებებიც.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ 28 ნოემბერს ადგილობრივ ჟურნალისტებს ორი ახალი მოადგილე გააცნო - დავით კეკელიძე, რომელიც პირველი მოადგილე იქნება, და გოჩა ლორია, რომელიც შარშან ტაბაღუას წინამორბედმა დავით ჯიქიამ მერის მოადგილის თანამდებობიდან გაუშვა.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, დავით კეკელიძე, რომელიც საბანკო სფეროდანაა, ზედამხედველობას გაუწევს მთელ რიგ მიმართულებებს, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობას, გოჩა ლორია კი, ისევე როგორც დავით ჯიქიას დროს, ძირითადად სოციალურ პროექტებს უხელმძღვანელებს.

გოჩა ლორიამ ჟურნალისტებთან საუბარში დასძინა, რომ მან დაივიწყა დავით ჯიქიას მერობის დროს თავად მერთან მომხდარი კონფლიქტი და მისი გუნდისგან მიყენებული წყენა.

ცნობისთვის: გასულ წელს დავით ჯიქიამ გოჩა ლორია მერის მოადგილის თანამდებობიდან დანიშვნიდან 6 თვის თავზე გაათავისუფლა. ჯიქიამ მაშინ თქვა, რომ ლორია დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა. ყოფილმა მოადგილემ მერის გადაწყვეტილება რუსთავის სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ ჯიქიას ბრძანება არაკანონიერად ცნო და ლორიას თანამდებობაზე აღდგენა დაავალა. გარდა ამისა, ბიუჯეტს მისთვის განაცდურის ანაზღაურებაც დაეკისრა. მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში გაასაჩივრა. ლორიამ პროცესი იქაც მოიგო, თუმცა არც თანამდებობაზე დაბრუნებულა და ვერც კომპენსაცია მიიღო - ადგილობრივმა არჩევნებმა მოუსწრო.

რუსთავი
რუსთავი

საგულისხმოა, რომ ლორია მაშინ რუსთავიდან პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ დაიცვა - ჯიქია ქალაქის ერთპიროვნულ მმართველობაში დაადანაშაულა. ქალაქის მერმა პასუხად ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ პარლამენტარი თვითმმართველობის საქმეებში ისე ერევა, რომ თავის უფლებამოსილების ფარგლებს სცდება. ის კი არა, ადგილობრივი არჩევნების დროს „ოცნების“ კანდიდატები - მათ შორის, მერის თანამდებობაზე - მხეიძის კარნახით შეარჩიეს, თუმცა პარლამენტარი ამ ყოველივეს უარყოფს.

რაც შეეხება რუსთავის მერიაში მოსალოდნელ სხვა საკადრო ცვლილებებს, ირაკლი ტაბაღუას თქმით, დაგეგმილია სამსახურების რეორგანიზაცია, რაც სულაც არ ნიშნავს ხელმძღვანელების შეცვლას ან შტატების შემცირებას, თუმცა არც ეს არის გამორიცხული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG