Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 21 %-ით შემცირდა


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 187,975 მგზავრს მოემსახურა, რაც 21 %-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი - მგზავრი 238,432).

კლება ფიქსირდება ორი თვის ჯამური მაჩვენებლების მხრივაც. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-თებერვალში 399,557 მგზავრს მოემსახურა, რაც 19 %-ით ნაკლებია, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი - 490,608 მგზავრი). აეროპორტების გაერთიანებაში მიზეზებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთსა და ირანთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტაში ხედავენ. მიზეზთა შორის სახელდება 2019 წლის ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული საჰაერო მიმოსვლაც. კლება ფიქსირდება რეისების კუთხითაც. ორი თვის ჭრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯამში, 23 %-ით შემცირდა (2020 წელი - 2,081 რეისი, 2019 წლის იანვარ-თებერვალი - 2,707 რეისი).

თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდა აღინიშნა ქვეყნის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში, თბილისის გარდა:

  • 2020 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 18,250 მგზავრმა ისარგებლა, რაც 28 %-ით მეტია, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი - 14,279 მგზავრი).
  • საგრძნობლად გაიზარდა 2020 წლის თებერვალში მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი თებერვალში 74,477 მგზავრს მოემსახურა, რაც 57 % მეტია, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის წელი 47,573 მგზავრი).

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 597,506 მგზავრს მოემსახურა, რაც 4 %-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი - 625,222 მგზავრი). კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც. 2020 იანვარ-თებერვალში საქართველოს ყველა აეროპორტში 2,923 რეისი განხორციელდა, რაც 11 %-ით ნაკლებია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2020 წელი - 3,298 რეისი).

XS
SM
MD
LG