თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბათუმს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოანმა ბათუმში სასტუმრო ”შერატონი” გახსნეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოანმა ბათუმში სასტუმრო ”შერატონი” გახსნეს. სასტუმროს მშენებლობა თურქული ინვესტიციით განხორციელდა. გახსნის ცერემონიალზე სააკაშვილმა ერდოანს საქართველო-თურქეთის პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხდა და ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.