თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. იმის გარდა, რომ თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ინტერესი კიდევ უფრო იზრდება რეგიონში თურქეთის როლის გაძლიერებისა და რუსეთთან მისი ბოლოდროინდელი ურთიერთობის გამო. რა პრინციპებითა და გეგმით მოქმედებს ანკარა და რამდენად გათვალისწინებულია ამ კონტექსტში საქართველოს ინტერესები?
საქართველოში ხშირად იხსენებენ უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც თურქეთმა აგვისტოს ომის შემდეგ გამოუგზავნა საქართველოს. ამასთან, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ომგამოვლილ ქვეყანაში ჩამოვიდა და 14 აგვისტოს, ჯერკიდევ დაშვებული შავლენტიანი დროშების ფონზე, გვერდში დგომა აღუთქვა საქართველოს. მართალია, თურქეთის პრემიერ-მინისტრს იმ დღეს სიტყვა ”ოკუპაცია” არ უხსენებია, მაგრამ მან გარკვევით თქვა, რომ არავის აქვს უფლება ხელყოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თურქეთი კვლავაც რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად გარკვეულ სფეროებში, მაგრამ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების შეფასებისას წინა პლანზე მაინც ეკონომიკური სფერო დგება.
თურქეთი პირველია საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ნუსხაში და, ამასთან, სავაჭრო ბრუნვის მასშტაბები ყოველწლიურად ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ექსპერტთა დაკვირვებით, შარშან ორ ქვეყანას შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც საბაჟო გადასახადის გაუქმებას გულისხმობს, გააიაფა ზოგიერთი იმპორტირებული პროდუქციის ფასი. ეს, ძირითადად, შეეხო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარკვეულ სახეობებსა და სამშენებლო მასალებს.
თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქცია, რა თქმა უნდა, სჭარბობს საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულ პროდუქციას. თუმცა, როგორც, მაგალითად, საქართველოს ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ნარმანია ამბობს, ეს ფაქტორი მოცემულ სიტუაციაში საქართველოს სასარგებლოდაც მუშაობს:
”რომ არა თურქეთთან განვითარებული ვაჭრობა, საქართველოს სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქცია (როდესაც რუსეთის მიმართულება დიდწილად დაკეტილია) გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა, ვიდრე ეს თურქეთიდან უჯდება და აქ ყველაზე მთავარი ტერიტორიული სიახლოვეა. ასევე მნიშვნელოვანია თურქეთში კარგად განვითარებული ინდუსტრია, რომელიც პროდუქციის წარმოების საშუალებას შედარებით იაფი თვითღირებულებით იძლევა. სხვა შემთხვევაში საქართველოს ბაზარი ძალიან გაძვირდებოდა და ისედაც მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო მეტად დაამძიმებდა.”
დავით ნარმანია ამბობს, რომ რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს პირობებში, საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა ვერ დააბალანსა თურქეთის ბაზარმა. თუმცა იმავე ემბარგომ, იმპორტის თვალსაზრისით, გარკვეულწილად, ”თურქეთის წისქვილზე დაასხა წყალი”. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთმა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი საქართველოსთან მიმართებით სწორედ რუსეთს ჩამოართვა.
ამ რეალობას, ბუნებრივია, არავითარი გავლენა არ მოუხდენია რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობაზე, რაც ბოლო პერიოდში დაახლოების განსაკუთრებული ტენდენციით გამოირჩევა. ამაზე, ანკარისა და მოსკოვის ლიდერების ერთმანეთთან გახშირებული კეთილგანწყობილი სტუმრობის გარდა, ბევრისთვის ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ანკარამ სრული მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს მოსკოვთან ”სამხრეთის ნაკადის” გაზსადენის პროექტთან მიმართებით. თუმცა, მეორე მხრივ, იგივე ანკარა მხარს უჭერს ”ნაბუკოს” გაზსადენის პროექტსაც, რომელსაც საქართველოს ინტერესებიც უკავშირდება და რომელიც მიუღებელია კრემლისთვის.
რით აიხსნება შექმნილი სიტუაცია?
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ანკარა თითქოს ორმაგ ენერგეტიკულ თამაშს თამაშობს:
”თურქეთის ნაციონალური ინტერესი გახლავთ ის, რომ გახდეს გაზის გამანაწილებელი ევროპაში (გაზის ჯერ დამაგროვებელი თავის ტერიტორიაზე და შემდეგ დისტრიბუტორი ევროპაში) ... აქედან გამომდინარე, თურქეთი მიიღებს ყველა შესაძლო ვარიანტს, რომ, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მეტი გზა გადიოდეს მის ტერიტორიაზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იმასაც უჭერს მხარს და ამასაც... ერთ-ერთი პროექტი მაინც განხორციელდება და თუ ორივე იქნება, მთლად უკეთესი...”
ენერგეტიკას რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობათა განმსაზღვრელ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროდ განიხილავს სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი. ეს ფაქტორი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა ნატოს წევრმა თურქეთმა ანგარიში გაუწიოს რუსეთის სურვილს და მხარი არ დაუჭიროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებას. თუმცა, ანდრო ბარნოვის აზრით, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ანკარა მოსკოვის გავლენების მძევალია. ექსპერტი თვლის, რომ თურქეთი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს და მიზანმიმართულად მიიწევს წინ რეგიონში გარკვეული ბალანსის შექმნისკენ.
”თურქეთი ცდილობს არ მიიღოს აქ რაღაც ისეთი სიტუაცია, სადაც რუსეთი არა რაღაც ირიბ დაბალანსებას, არამედ პირდაპირი მუქარების შექმნას შეძლებდა რეგიონის მომავლისთვის... უფრო კონკრეტულად, ეს ნიშნავს იმას, რომ სეპარატიზმი, ყოველ შემთხვევაში - ფორმალურად მაინც, დაკონსერვდება. ეს არის ის საკითხი, რომელშიც ანკარა ვერასდროს ითანამშრომლებს მოსკოვთან”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანდრო ბარნოვმა.
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თვლის, რომ თურქეთი მრავალპოლუსიანი სამყაროს ერთ-ერთ ძლიერ ცენტრად ჩამოყალიბებას ცდილობს და რომ ამისათვის ანკარამ უკვე გადადგა არაერთი შედეგიანი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის სარბიელზე. ამ კუთხით ანალიტიკოსები საგანგებოდ გამოყოფენ თურქეთის აქტიურობას სირიასთან, ისრაელთან თუ ირანთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის პროცესში. თურქეთის გააქტიურების ფონზე განსაკუთრებით ესმება ხაზი საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.