რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ფოტო არქივიდან: შალვა პაპუაშვილი (მარცხნივ), რუსლან სტეფანჩუკი (მარჯვნივ)

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

"უკრაინის უმაღლესი რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.

დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში.

ასევე დიდად ვაფასებ თქვენი ვიზიტის დროს გამოვლენილ სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან, რომელიც ცდილობს, აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განმეხილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები", - ნათქვამია მისალოც ტექსტში.

ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩი: მთელი გულით ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
ასევე ნახეთ მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ასევე ნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.