2022 წელს, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა 4306-მა ადამიანმა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ გამოცემა РБК წერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით.
2020 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა 3877-მა ადამიანმა, ხოლო 2021 წელს - 4055-მა. ამასთან, 2019 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა კიდევ უფრო მეტმა, ვიდრე 2022 წელს - 4356-მა.
იმ 4306-დან, ვინც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი 2022 წელს თქვა, უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებია მხოლოდ 40.
ასევე ნახეთ მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე ასევე ნახეთ მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრემიერი რუსეთის მოქალაქე აღარ არის2022 წელს, წინა წელთან შედარებით 6,4%-ით შემცირდა მათი რიცხვიც, ვინც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო(691 000). რუსეთის მოქალაქეობის მიღების მაჩვენებელი მზარდი იყო 2018 წლიდან.
რუსეთის შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მათ შორის, ვინც 2022 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, უმეტესობა - 43% უკრაინელია (297 000).
ასევე ნახეთ „იძულებითი პასპორტიზაცია“ - როგორ იძიებს უკრაინა კოლაბორაციის შემთხვევებს2022 წელს რუსეთის მოქალაქეობის მიმღებთა რაოდენობით მეორე ადგილზე არიან ტაჯიკეთის მოქალაქეები(174 000), შემდეგ - სომხეთის(45 000) და აზერბაიჯანის(23 000). ამავე სტატისტიკით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო საქართველოს დაახლოებით 3 000-მა მოქალაქემ.