მასთან ერთად არიან მასპინძლები, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
მაკრონს თან ახლავს ევროპის საკითხთა მინისტრი ბენჯამინ ჰადადი.
ლიდერები გიუმრის ქუჩებში დადიოდნენ და მოსახლეობას ხვდებოდნენ.
საღამოს დაიწყო კონცერტი ღია ცის ქვეშ.
გიუმრის ბაზა
ქალაქ გიუმრიში ათწლეულებია, რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული.
2010 წლის აგვისტოში განახლდა 1995 წელს დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გიუმრის ბაზა სომხეთში 2020 წლამდე უნდა დარჩენილიყო.
თუმცა ვადა 2044 წლამდე გახანგრძლივდა.
სწორედ ვადის გახანგრძლივების დროს მისცა რუსეთმა სომხეთს საგანგებო სამხედრო დახმარების პირობა, რომელიც არ შეასრულა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, 2022-23 წლებში, სასაზღვრო კონფლიქტებისას, - რის გამოც ერევანმა მოსკოვი არასანდო პარტნიორად მიიჩნია და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება დაიწყო.
ასევე ნახეთ
რუსეთთან დაშორება, დასავლეთთან დაახლოება და საპროტესტო აქციები სომხეთშიევროპელი ლიდერები ერევანში
4-5 მაისს ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ (EPC) სამიტი და ასევე სომხეთისა და ევროკავშირის ორმხრივი სამიტი.
ასევე ნახეთ
ერევანი მასპინძლობს სომხეთისა და ევროკავშირის პირველ სამიტსEPC-ს სამიტს ესწრებოდნენ ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და ასევე ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები.
- ეს ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სომხეთმა უმასპინძლა მის მერვე სამიტს;
- სამიტის თანათავმჯდომარეები იყვნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
- ამ სამიტის ფარგლებში ერევანში ხანმოკლე შეხვედრა გამართეს უკრაინისა და საქართველოს ლიდერებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ
სომხეთში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი დაიწყო - ვინ ჩავიდა ერევანშისომხეთმა, რომლის ხელისუფლებაც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის პირობებში აირჩია ევროკავშირთან დაახლოების კურსი.
გიუმრიში ვიზიტამდე, 5 მაისს, ერევანში მაკრონმა და ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ორ ქვეყანას აქამდეც აკავშირებდა მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა, მათ შორის თავდაცვის, სფეროში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა: „ბოლო წლებში ჩვენი სურვილია სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და მისი სუვერენიტეტის გაძლიერება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საყრდენია“.
ასევე ნახეთ
„სომხეთს ანტირუსულ ფორპოსტად აქცევს“ - მოსკოვმა დაგმო სომხეთში ევროკავშირის ახალი მისია- ევროკავშირმა 21 აპრილს დაამტკიცა ორწლიანი მისია სომხეთში, რომელიც „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში დაეხმარება ერევანს;
- ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი სომხეთს რეგიონში „ანტირუსულ ფორპოსტად აქცევს“.
- „მისია, რომელიც ამტკიცებს, თითქოს სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა დაეხმაროს, თავად არის ასეთი ჩარევის ინსტრუმენტი“, - განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს 24 აპრილს.
ასევე ნახეთ
სომხეთმა და ბრიტანეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია“ გააფორმესასევე ნახეთ
ფაშინიანმა და ალიევმა "ევროპის პოლიტიკური საზოგადოების" სამიტზე მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრესრუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა, - რომელსაც სომხეთმა 2023 წლიდან ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - განაცხადა, რომ EPC-ს სამიტზე სომხეთის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მასპინძლობა არის „ისეთი უმადური ნაბიჯი სომხეთის მხრიდან, რომელიც არაერთხელ გადაგვირჩენია, რომ სიტყვებიც კი არა მაქვს“.