მისი თქმით, მათ „საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეს“ და გააჩინეს „უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში“.
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
პატიმარი ღარიბაშვილი ამავე წერილში მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს პოლიტიკური ინტერესით ხსნის, თუმცა თავის თავზე საუბრის დროს არ იყენებს სიტყვას („პოლიტპატიმარი“), რომელიც მისმა ნათესავებმა გამოიყენეს:
„ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. მე დღეს ციხეში ვზივარ აბსურდული ეჭვების, შიშებისა და შურის გამო, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და ბოროტებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ“.
სამჯერ „გადაგდება“
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკურად განეიტრალების პროცესში ის სამჯერ „გადააგდეს“.
„მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს, მოცემული სიტყვა გატეხეს, შეთანხმება დაარღვიეს და სახლში შემომივარდნენ, იმავე დღეს გადმომცეს გზავნილი - „სუფთად ვერ დარჩები, პოლიტიკა უნდა დაივიწყო“, - ღარიბაშვილის თქმით, ამას მოჰყვა დაპირება: „არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა“.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 იანვარს აცნობეს, რომ „პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში“.
ღარიბაშვილი არ ახსენებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს - ვისთან თანხმდებოდა ის სამართლებრივი დეტალები, რომელიც პროკურატურის განსახილველი და სასამართლოს დასამტკიცებელია.
„ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა“.
„ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა“
ღარიბაშვილის თქმით, თებერვალში, როცა მასთან კომუნიკაცია შედგა, „ასავალ-დასავალის“ ნომრის გარდა მიიღო გზავნილი, რომლის მიხედვითაც, „ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე მე...“:
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილს კითხვები აქვს „ასავალ-დასავალის“ იმ რესპონდენტის გარდაცვალებაზე, რომელიც მას აქებდა და კობახიძეს კი აკრიტიკებდა„მივხვდი, რომ შარს მდებდნენ და ახალ ბინძურ პროვოკაციას მიმზადებდნენ. მიზეზი გასაგები იყო - ხალხში ვერ მოახდინეს ჩემი სათანადოდ დისკრედიტაცია და ვერ მიიღეს ის ეფექტი, რასაც ელოდებოდნენ ჩემი დაჭერითა და თანმდევი პროპაგანდით“.
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ, ივლისში მას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „ახალი პირობები“ იყო დასახელებული:
„გადმომცეს, რომ ჩემი დაჭერით ხელისუფლება ძალიან დაზიანდა, ჩემს რეპუტაციას კი მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია. ხალხისა და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების თანაგრძნობა გაიზარდა ჩემს მიმართ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების დამხობის საქმეზე გასამართლებული ათეულობით პირი გაათავისუფლეს პირობითი სასჯელით... ხელისუფლებისთვის ჩემი პატიმრობა ტვირთად გადაიქცა“.
მისი თქმით, ამას ემატებოდა ეჭვები და შიში, რომ „ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში არ დავბრუნებულიყავი“:
„ამის გამო მთხოვდნენ ახალი, ბინძური კორუფციული ბრალის აღიარებას, რათა, ერთი მხრივ, მომხდარიყო ჩემი სახელის საბოლოოდ განადგურება და, მეორე მხრივ, დამატებით გადაეზღვიათ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების რისკები“.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილი ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - ოპოზიციის შეფასებებიირაკლი ღარიბაშვილის სასჯელი
ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, იყო ასევე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრიც, 12 იანვარს გაასამართლეს. მასთან კორუფციულ დანაშაულზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - აღიარა დანაშაული და 9-დან 12 წლამდე პატიმრობის ნაცვლად, 5 წლით დააპატიმრეს.
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილი უკვე ციხეშია - 5-წლიანი პატიმრობა და ₾1 მილიონი ჯარიმა საპროცესო შეთანხმებითის თვეების განმავლობაში დუმდა, სანამ არ შეიტყო, რომ ახალ კორუფციულ საქმეზე ბრალი უნდა წაეყენებინათ.
ღარიბაშვილის წერილები:
- 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ;
- 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს. ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მდინარაძის პრესსამსახურში მაშინ თქვეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;
- 24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს;
- 27 აგვისტოს, მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“;
- ამავე დღეს მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად უარყო ღარიბაშვილის გავრცელებული ინფორმაცია წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით: „არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“;
- 1 სექტემბრის წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ კითხვები აქვს „ასავალ-დასავლის“ იმ რესპონდენტის თვითმკვლელობის საქმეზე, რომელიც მას აქებდა, ირაკლი კობახიძეს კი აკრიტიკებდა;
- 7 სექტემბრის წერილში მან თქვა, რომ მის წინააღმდეგ „ბინძური პოლიტიკური თამაშები“ მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში მოისმინა სახედაკარგული ადამიანების უღირსი და ყალბი განცხადებები.