სომხეთის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სომხეთის იუსტიციის სამინისტრომ მოსთხოვა, დისციპლინური წარმოება დაეწყო მოსამართლე ჰაკობ მანუკიანის წინააღმდეგ.
მოსამართლე მანუკიანმა აგვისტოში უარი თქვა, განეხილა კათალიკოს გარეგინ II-ის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.
ბრალდება გარეგინ II-ის წინააღმდეგ
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაურს, ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს, ბრალი 2026 წლის თებერვალში წაუყენეს – „სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა“.
გარეგინ მეორისთვის წაყენებული ბრალდება უკავშირდება ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერ ეპისკოპოსს, გევორგ საროიანს:
- საროიანი ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერია გარეგინ II-ის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში – ისიც მოითხოვდა გარეგინ მეორის გადაყენებას;
- 2026 წლის 13 იანვარს საროიანი ჩამოაშორეს არარატის რაიონის ეპარქიის ხელმძღვანელობას;
- თუმცა საროიანმა უარი განაცხადა და სასამართლოში გაასაჩივრა.
არარატის რაიონულმა სასამართლომ 17 იანვარს მიიღო სომხეთისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ საროიანი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე უნდა აღდგეს „თანამდებობაზე“ – ეპარქიის ხელმძღვანელად.
ასევე ნახეთ
სომხეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქის მიმართ და აუკრძალა მას ქვეყნის დატოვებათუმცა ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სომხურ სასამართლოებს არ აქვთ იურისდიქცია კათალიკოსის შეუზღუდავ უფლებამოსილებაზე, დანიშნოს ან შეცვალოს ეპარქიების მეთაურები.
სასამართლოს განაჩენის მიუხედავად, 27 იანვარს, გვიან ღამით, – გარეგინ მეორის გადაწყვეტილებით – ეპისკოპოს საროიანს ხარისხი აჰყარეს.
ეკლესიაში ამტკიცებდნენ, რომ სომეხი მღვდლები ემორჩილებიან ეკლესიის საუკუნოვან კანონიკურ წესებს და არა დასაქმების სამოქალაქო ხელშეკრულებებს.
თებერვალში გარეგინ მეორეს ბრალი წაუყენეს (ის არ დაუკავებიათ). ამასთან, კათალიკოსს აუკრძალეს ქვეყნის დატოვება – მათ შორის, სურვილის მიუხედავად, არ გამოუშვეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე.
ასევე ნახეთ
გარეგინ II სავარაუდოდ, ვერ დაესწრება პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვასმოსამართლის თვითაცილება
გარეგინ მეორის სასამართლო პროცესი 7 აგვისტოს ქალაქ ვაღარშაპატში დაიწყო, სადაც კათალიკოსის რეზიდენცია, ეჯმიაწინი მდებარეობს.
თუმცა პირველი სხდომა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რადგან სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე ჰაკობ მანუკიანმა თვითაცილება გამოაცხადა.
მანუკიანმა ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითა და განმარტა, რომ ადვოკატის ლიცენზია გარეგინ II-ის მთავარი ადვოკატისგან, არა ზოჰრაბიანისგან ჰქონდა მიღებული, – რომელიც მანამდე ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი იყო.
თითქმის სამი თვის თავზე მის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილების გამო დისციპლინური სამართალწარმოება იწყება.
სომხეთის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 30 ოქტომბერს დაადასტურა, რომ იუსტიციის სამინისტროსგან მანუკიანის წინააღმდეგ დისციპლინური ზომების მიღების მოთხოვნით წერილი მიიღო.
თუმცა ჯერ უცნობია, მოითხოვს თუ არა სამინისტრო მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულებამდე ან მის შემდეგ.
ასევე ნახეთ
ერევნის ერთ-ერთ ტაძარში ფაშინიანთან დაპირისპირების გამო სამ პირს ბრალი წაუყენესსაქმის განხილვები იწელება
მოსამართლე მანუკიანის თვითაცილების შემდეგ, საქმე ქალაქ ვაღარშაპატის სხვა მოსამართლეს, სერჟ რუშანიანს, გადაეცა.
თუმცა 29 წლის მოსამართლე რუშანიანმა 28 აგვისტოს გადაწყვიტა, რომ გარეგინ II და სხვა სასულიერო პირები ერევნის სასამართლოში უნდა გასამართლებულიყვნენ.
საქმის მიღების სურვილი არც ერევნის სასამართლოში არ გამოუჩენიათ.
ბოლოს სომხეთის საკასაციო სასამართლომ საქმე ვაღარშაპატში დააბრუნა მოსამართლე სერჟ რუშანიანთან, რომელმაც სასამართლო პროცესი 18 სექტემბერს განაახლა.
მომდევნო სხდომა 30 ოქტომბერს იყო დანიშნული, თუმცა რუშანიანმა ბოლო წუთს სხდომა 6 ნოემბრისთვის გადადო.
გარეგინი vs ფაშინიანი
გარეგინ მეორე, - ყოველთა სომეხთა 132-ე კათალიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჯმიაწინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში - ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან დაპირისპირებულია.
უთანხმოება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყო, დროთა განმავლობაში გაღრმავდა და გამწვავდა.
ასევე ნახეთ
არანაირ კათალიკოსს არ ვიცნობ - სომხეთის პარლამენტის მომავალი სპიკერი გარეგინ II-ზეგარეგინ მეორე 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას; ეჯმიაწინმა გარეგინ მეორის ეს პოზიცია 2024 წლის ოქტომბერშიც დაადასტურა;
ფაშინიანის მთავრობა, თავის მხრივ, კათალიკოსს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამის გამო საყვედურობს;
გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს.
2026 წლის არჩევნებში გამარჯვებული ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის“ ერთ-ერთი პროგრამული დაპირება გარეგინ II-ის კათალიკოსობიდან გადაყენებაა.