სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ავღანელები ვალების დასაფარად და საკვების საყიდლად თირკმელებს უკანონოდ ყიდიან. ორგანოებით ვაჭრობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ომით განადგურებული ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ჰუმანიტარულ კრიზისს შეეჯახა.
მეორე დღეა, თბილისში, მუხიანის აგარაკების 4500-ზე მეტ აბონენტს გაზი არ მიეწოდება - მიზეზი კომპანია „ყამარსა“ და „სოკარს“ შორის არსებული უთანხმოებაა.
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების შესახებ - დერეფანი ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, თურქეთსა და ევროპას აკავშირებს. საქართველო ამ დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში 21 სექტემბრიდან შეწყდება.
რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში შექმნა საზღვაო უპილოტო აპარატების კიდევ ერთი ბაზა.
რუსეთი უკვე თითქმის ოთხი ათწლეულია, განათლებას აძლევს ირანელ სპეციალისტებს და ხელს უწყობს მათ სამეცნიერო კარიერას სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებულ სფეროებში.
უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, კონტროლი დაამყაროს მინერალური წყლების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ IDS Ukraine-ზე, რომლის 34%-ზე მეტს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ფლობს, 49,99%-ს კი უკრაინისა და დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენები.
აგვისტოში აფხაზეთში მოხმარებული ბენზინის თითქმის 20% ენგურის ხიდის გავლით შევიდა, დანარჩენი კი რუსეთიდან.
უკრაინელი სამხედროები ამობენ, რომ არ მოელოდნენ, რა სისწრაფით მოახერხებდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მათ განვითარებას.
სავარაუდოდ, საქართველოს ათასობით მოქალაქემ ჩადო ფული ე.წ. „საინვესტიციო პლატფორმა“ TSQ Investment Group-ში. პლატფორმა კრიპტოვალუტით „ვაჭრობს“ და წევრებს სწრაფ შემოსავლს ჰპირდება, რისი ერთ-ერთი საფუძველიც სქემაში ახალი წევრების მიყვანაა.
რუსეთში ფულის მიმართ დამოკიდებულება იცვლება: მოქალაქეები ბანკებიდან ნაღდ თანხას სულ უფრო აქტიურად იღებენ, გრძელვადიან ანაბრებს კი მოკლევადიან და შემნახველ ანგარიშებს ამჯობინებენ. ამავე დროს, შეძლებული რუსები კაპიტალის საზღვარგარეთ გატანის გზებს ეძებენ. პანიკაა ეს თუ ცივი გაანგარიშება?
რუსეთის ხელისუფლება კერძო ბიზნესს ომისგან დაცვის პასუხისმგებლობას აკისრებს, პარალელურად კი „სახალხო პრივატიზაციით“ მოქალაქეების საბანკო დანაზოგების ეკონომიკაში გადამისამართებაზე ფიქრობს. ექსპერტების თქმით, ახალი წესები საფრთხეს უქმნის როგორც ბიზნესს, ისე თავად ხელისუფლებას.
ჩამოტვირთე მეტი