ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
არა, ვერ ვიტყვი, რომ ახალი წელი ქართულ ტელეარხებზე რაიმე განსაკუთრებული სიახლით გამოირჩეოდა - სადღესასწაულო ტელეეთერის მთავარი გმირები კვლავაც პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და პოპ-ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ თბილისსა და ბათუმში ჩატარებულ გალა-კონცერტებს შორის განსხვავება მაინც იგრძნობოდა...
ამ ბლოგში 2009 წლის საუკეთესო ფილმების გახსენება მინდოდა. წერა დავიწყე, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ ბლოგი უსაშველოდ გრძელი და ახალი წლისთვის სრულიად შეუფერებელი გამოდიოდა.
მერაბ ბერძენიშვილს მოქანდაკის სახელოსნოში ვესაუბრეთ. ინტერვიუს ჩაწერის დროს განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი... არ პასუხობდა. ბოლოს გამორთო. არადა, როგორც ჩანს, ცუდ ამბავს ატყობინებდნენ - 19 დეკემბერს, როცა ამ ინტერვიუს ვწერდით
ვატიკანი ყოველთვის ძლიერ ”გეოპოლიტიკურ მოთამაშედ” ითვლებოდა, თუმცა კათოლიკურმა ეკლესიამ განსაკუთრებული როლი მაინც კომუნიზმთან ბრძოლაში ითამაშა. უფრო მეტიც, საბჭოთა ბლოკის დაშლასა და კომუნისტური სისტემის ნგრევას ზოგიერთი ანალიტიკოსი რომის პაპის, იოანე პავლე მეორის დამსახურებად მიიჩნევს.
ოპერის მოყვარულებმა საქართველოში ინტერნეტით მოვუსმინეთ თბილისის კონსერვატორიისა და "ლა სკალას" სკოლის კურსდამთავრებულს ანიტა რაჭველიშვილს, რომელსაც ჯერ კიდევ სამი წლის წინ ასეთ ტრიუმფს ვერავინ უწინასწარმეტყველებდა.
თბილისში გასულ კვირას კვლავ განიხილეს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები 20-მდე ექსპერტს შეხვდნენ.
გასულ კვირას გერმანიის ქალაქ ბოხუმში ევროპის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო კინემატოგრაფისტები დააჯილდოვა. ევროპის კინოაკადემიის პრიზებს ზოგჯერ ევროპულ ”ოსკარებს” უწოდებენ, თუმცა, ”ოსკარის” ცერემონიისგან განსხვავებით, ევროპელი კინემატოგრაფისტების ზეიმი მოკრძალებულობით გამოირჩევა.
რატომაა დარვინის მიმართ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ნეგატიური, რა ვიცით ინგლისელი მეცნიერის შესახებ?
ეს ჭაღები საყოველთაო ”ლუდვიგიზაციის”, პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაიწყო საქართველოში.
სპეციალისტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ თბილისი ნელ-ნელა კარგავს თავის სახეს. მეორე მიიჩნევს, რომ სახე შენარჩუნებულია.
პირველად თბილისის საერთაშორისო კინოფორუმის ისტორიაში, კონკურსი არ ჩატარებულა. გიორგი გვახარია ფესტივალის დირექტორს, ნინო ანჯაფარიძეს ესაუბრა.
სოციალურ მეცნიერებებში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული, თუ რა არის ნაციონალიზმი და რა არის პატრიოტიზმი, რა არის ქსენოფობია და რა არის სამშობლოს სიყვარული. მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს ცნებები საკმაოდ აღრეულია.
თბილისის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც 1 დეკემბერს გაიხსნა, არაერთი საინტერესო სტუმარი ჰყავს, მაგრამ, მთავარი მოვლენა მაინც დიდიბრიტანელი რეჟისორის, მაიკ ლის, მასტერკლასებია.
ამ კვირაში მამაჩემს ექიმებმა ბოლოს და ბოლოს დაუსვეს დიაგნოზი - ”დემენცია”, რაც ჩვენებურად ”სკლეროზს” ნიშნავს.
წლევანდელი ”გიორგობა” საქართველომ შედარებით მოკრძალებულად იზეიმა. ”მოკრძალებულობაში” კულტურული აქციების მასობრიობას ვგულისხმობ.
საქართველოში ბევრი ჯერაც ირონიით უყურებს ცხოველთა დამცველებს - „რა დროს ცხოველების დაცვაა, როცა ადამიანი ვერ დაგვიცავს?“ - ასე ამბობენ ხოლმე ცხოველთა დამცველებზე...
26 ნოემბერს დიდ ფრანგ მწერალს, აბსურდის დრამის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს ეჟენ იონესკოს 100 წელი შეუსრულდებოდა. საბჭოთა იდეოლოგია ”აბსურდის დრამას” დევნიდა.
ქართულ მედიაში თითქმის არ ჩანს ინტერესი ურბანული პრობლემატიკის მიმართ. ამას თავად ურბანისტები ამბობენ - ჩივიან, რომ ქვეყანაში არაა პოპულარული არქიტექტურის თეორია.
2008 წლის სექტემბერში, მას მერე, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ქალაქი გორი დატოვეს, საინიციატივო ჯგუფმა გორის ცენტრში მდგარი სტალინის ძეგლის ადგილმდებარეობის შეცვლა მოითხოვა.
კილიანმა ამ ბალეტში ხაზი გაუსვა ძველისა და თანამედროვეს, ბუნებრივის (როგორც თავად წერდა, ”ველურის”) და ხელოვნურის, ”გაკეთებულის”, ახლის ერთიანობას.
ჩამოტვირთე მეტი