გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
სოფელი აგვისტოს ომამდე სარწყავ წყალს ცხინვალიდან იღებდა, მაგრამ სარწყავი არხი უკვე დიდი ხანია გადაკეტილია. გარდა ამისა, სოფლის ჩრდილოეთით, ცხინვალის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები გაუნაღმავია და იქ მოსახლეობა შესვლას ვერ ახერხებს, ამიტომ ისინი ხელისუფლებას კომპენსაციას სთხოვენ.
ხუთშაბათს ქართველ გამომძიებლებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ახალგაზრდების მშობლებმა ჩვენება მისცეს. ხაჩიროვის, ხუგაევის და პლიევის დედები გორში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების შუამავლობით ჩამოვიდნენ.
ფატიმა მარგიევამ სახაზინო ადვოკატს უნდობლობა გამოუცხადა და დამცველი ვლადიკავკაზიდან მოიწვია, მაგრამ მისი ადვოკატი 3 კვირაა უშედეგოდ ცდილობს პროცესზე მოხვედრას - ადვოკატ ლანა ხაჩიროვას დოკუმენტაციას სწავლობენ და მისთვის აკრედიტაციის გაცემას აჭიანურებენ.
ცხინვალში მთავარ თემად კვლავ ოპოზიციის საქმიანობა და მისი კრიტიკა რჩება. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას შანსი ხელიდან არ გაუშვა და მოსკოვური ოპოზიციის ლიდერი ალბერტ ჯუსოევი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
ქართული მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ. ბოლო დღეებში ქართული სოფლებიდან არავინ დაკარგულა. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი არ გამორიცხავს, რომ ქართულ მხარეს გადმოსვლის მსურველები ოსური ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მურად ჯიოევის თქმით, მოდელირებულმა ქრონიკამ რეგიონის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ამიტომ მას შეფასება უნდა მიეცეს. ეს მოთხოვნა ჯიოევმა ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დააყენა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შიდა პოლიტიკური ვითარება ყოველდღიურად იძაბება. კოკოითის ოპოზიცია და აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულები 20 მარტს ცხინვალში მიტინგის ჩატარებას გეგმავენ. ოფიციალური ცხინვალი აცხადებს, რომ მიტინგის ჩატარებას არ დაუშვებს.
ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა გორის, ხაშურისა და ქარელის რაიონები დააზარალა. გორის რაიონში ყველაზე მეტად სოფლები ქიწნისი და რეხა დაზარალდა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე მეჯუდამ სახლები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართული მხარე ახალი პროვოკაციის მზადებაში დაადანაშაულა და ევროპელი დამკვირვებლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მისი თქმით, ქართული საჯარისო კოლონები იგივე მიმართულებით გადაადგილდებიან, როგორითაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების დროს.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტები ფრანგი ნიკოლა სებირი და ავსტრალიელი ბრიუს პეგი დაკარგულთა მოძიების პროცესში ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში ისინი ცხინვალში იმყოფებოდნენ.
ქარმა და წვიმამ გორი და ქარელი დააზარალა. მდინარე ფრონემ სოფელ დვანთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ გზები და ბაღ-ბოსტნები დატბორა. სოფელ კეხვთან ახლოს მეწყერმა ჟიგულის მარკის ავტომანქანა მგზავრებთან ერთად ხევში ჩაიტანა.
სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში ბიძისა და ძმისშვილის – ვაჟა და ბექა თაყაძეების დაკავებიდან 2 კვირა გავიდა. თაყაძეების ნათესავები აცხადებენ, რომ თუ უახლოეს პერიოდში საქართველოს ხელისუფლება მათ დახმარებას ვერ შეძლებს, ისინი ზურაბ ნოღაიდელს მიმართავენ.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან დელიმიტაციის პროცესში პრობლემები არ არის. ქართული მხარე კი საზღვრის დადგენის პროცესში არ ერთვება.
ახალგორის ზოგიერთ ორგანიზაციაში გასული წლების 4 თვის სახელფასო დავალიანებაა. ალან ჯუსოევი აღიარებს, რომ თანხა უგზო-უკვლოდ დაიკარგა და ამ ფაქტს პროკურატურა სწავლობს. დაზარალებული ცხინვალელები რუსეთიდან კომპენსაციებისთვის ჩარიცხული თანხების მიღებასაც მოითხოვენ.
მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - სასამართლო პროცესის შემდეგ აქციის ორგანიზატორი თემურ ცხოვრებოვი რამდენიმე საათით დაიკარგა - მის ტელეფონზე სხვა ადამიანი პასუხობდა. ცხოვრებოვის მეგობრებმა განგაში ატეხეს და მისი ძებნა დაიწყეს.
ფატიმა მარგიევა 18 თებერვალს იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. ცხინვალის უნივერსიტეტის პედაგოგი და გაზეთ “პოზიციის” რედაქტორი კოკოითის ღია კრიტიკით გამოდიოდა და მას რუსული ფინანსური დახმარების მითვისებაში ადანაშაულებდა.
ქართული მხარე 37 დაკარგულს ეძებს. აქედან ცხრა თამარაშენის სასაფლაოზეა დასაფლავებული. დაკარგულთა შორის არიან ჯარისკაცები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები. დაკარგულთა მოძიებაში ევროსაბჭოს ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
”დარიალი” ყაზბეგის რაიონსა და მთელ თრუსოს ხეობას საქართველოს მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს. ორგანიზაციის რიგებში უამრავ ადამიანს აწევრიანებენ და მათ ყაზბეგის რაიონში დაბრუნებას ჰპირდებიაა, რომელიც, მათი თქმით, სულ მალე დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში იქნება.
ქართული მხარე მზადაა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა მოქალაქე გაათავისუფლოს. ოსური მხარე კი ომამდე დაკავებულების გათავისუფლებას და შვიდი დაკარგულის მოძიებას მოითხოვს. ცხინვალი კატეგორიულად აცხადებს: ყველა-ყველაზე.
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მართავს დატყვევებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.
ჩამოტვირთე მეტი