რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.
კომპანია „ინტერნტრანსი“ 2014 წელს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ფლობს 11-ივე მარშრუტს რუსთავი-თბილისის მიმართულებით და პირიქით. რუსთავის მერიამ კომპანიას 15 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა და მონოპოლიური მდგომარეობა შეუქმნა.
1992-93 წლებში 13-თვიან ომს აფხაზეთში 30 ათასამდე ადამიანი შეეწირა. 300 ათასზე მეტი - დევნილად იქცა. ეს ტერიტორია ისევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელმაც ომიდან 15 წლის შემდეგ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. არაზუსტი მონაცემებით, აფხაზეთიდან დევნილი გახდა 300 ათასიდან 330 ათასამდე ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აზბესტს ერთ-ერთ ყველაზე მავნე კანცეროგენად ასახელებს. ის კიბოს გამომწვევ მიზეზად ითვლება და 60-მდე ქვეყანაშია აკრძალული. საქართველოში აზბესტის შემცველობით საღებავები, სამშენებლო მასალა და სამუხრუჭე ხუნდები შემოდის. სწორედ აქედან ხვდება ჰაერში ეს მავნე კანცეროგენი.
როგორია იმ მიგრანტების გზა, რომლებმაც - ევროპის კავშირთან შედარებით - ეკონომიკურად, თუ სოციალური დაცულობით გაცილებით უფრო სუსტ ქვეყანას შეაფარა თავი? ნასტასია არაბული შეხვდა ასეთ ადამიანს თბილისში.
როგორია იმ მიგრანტების გზა, რომლებმაც - ევროპის კავშირთან შეადებით - ეკონომიკურად, თუ სოციალური დაცულობით გაცილებით უფრო სუსტ ქვეყანას შეაფარა თავი? ნასტასია არაბული შეხვდა ასეთ ადამიანს თბილისში.
„გზა აგვებნა“, „ჯი-პი-ეს-ი დავკარგეთ“, „ყელის ტბასთან არ ვყოფილვართ“ - ეს განმარტებები 30 აგვისტოს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ციხიდან გათავისუფლებულმა მოლაშქრეებმა გააკეთეს. ისინი 28 აგვისტოს დააკავეს რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა სამხედროებმა.
წელს საქართველო „ოსკარის“ დაჯილდოვებაზე რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმს „ნამეს“ გზავნის. 6 ფილმს შორის, ეროვნული კინოცენტრის სპეციალურმა კომისიამ, „ნამე“ ფარული კენჭისყრით გამოავლინა „ოსკარზე“ წარსადგენ უცხოენოვან ფილმთა კონკურსში მონაწილეობისთვის.
არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის თქმით, რომ არა რუსეთი, ადგილობრივი ოსები სასტიკი დანაშაულების ჩადენას ვერ გაბედავდნენ. გიორგი ტატუნაშვილს იმედი აქვს, რომ შვილის სასტიკ მკვლელობაში დამნაშავეების დასჯა სტრასბურგის სასამართლოს ძალისხმევით მოხერხდება.
სახალხო დამცველის მონაცემებით 2017 წელს 20%-ით გაიზარდა არასრულწლოვნებში თვითმკვლელობების რაოდენობა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში თავი მოიკლა 9 მოზარდმა, 27-მა კი სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. რა მიზეზების გამო იკლავენ მოზარდები თავს?
აგვისტოს ომის გმირი - გიორგი ანწუხელიძე 34 წლის გახდებოდა. ის 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ის ცხინვალში წამებით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა.
თუშეთში მოსახვედრად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გზა (2917 მ.) უნდა გაიაროთ, რომელიც "აბანოს" უღელტეხილზე გადის. ამ გზის გასავლელად ორხიდიანი, მაღალი გამავლობის ტრანსპორტით არის შესაძლებელი.
თუშეთში მოსახვედრად, საქართველოს ერთერთი ყველაზე მაღალი გზა (2917მ) უნდა გაიაროთ, რომელიც "აბანოს" უღელტეხილზე გადის. ამ გზის გასავლელად ორხიდიანი, მაღალი გამავლობის ტრანსპორტით არის შესაძლებელი.
დიკლოელ ვაჟს, ბეროს და ქუმელაურათელ ასულს, წუმს შეუყვარდათ ერთმანეთი. ერთხელ ბერო ავად შეიქმნა- მხურვალება შეეყარა და ტანზე ცეცხლი ედებოდა.ბეროს დიკლოელები ყინულს უზიდავდნენ და გარშემო უწყობდნენ, მაგრამ მხურვალებისგან ყინული მალევე დნებოდა.
გვიან შემოდგომაზე თბილისის ქუჩებში 90 ახალი ავტობუსი გამოჩნდება, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 45 მილიონ ლარად შეიძინა.
გვიან შემოდგომაზე თბილისის ქუჩებში 90 ახალი ავტობუსი გამოჩნდება, რომლებიც რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 45 მილიონ ლარად შეიძინა. ავტობუსები, რომლებიც ქალაქმა 2018 წლის ზაფხულში შეიძინა, 10,5 მეტრის სიგრძის იქნება და დიზელზე იმუშავებს.
„ცხოვრება ომის შემდეგ“ - ასე ჰქვია რადიო თავისუფლების პროექტს, 6 მოკლე ფილმისგან შემდგარ ამბავს, წეროვნის დევნილთა დასახლებიდან იმ ადამიანების შესახებ, ვინც დევნილობაში საკუთარი თავი ხელახლა იპოვა, ახალი საქმე გაიჩინა და სხვა დევნილების ყოფაც შეცვალა
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვაზე კვლავ ფიქრობს თუ არა, რომ 2008 წლის აგვისტო ომი საქართველომ დაუწყო გრძლად უპასუხა.
რუსეთ-საქართველოს ომიდან მეათე წლისთავის გამო, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგო პატივი აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ჩამოტვირთე მეტი