მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღების შემთხვევაში საქართველოში დიქტატორული მმართველობა დაკანონდება.
6 ივლისს სახალხო დამცველის ოფისში "პოლიტპატიმართა ოჯახის" წევრები შეიკრიბნენ და სპეციალური მიმართვა გაავრცელეს.
გამოქცეულ ჯარისკაცს, დიმიტრი არტემიევს ქართულმა მხარემ უკვე მიენიჭა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უფლება არ აქვს ის რუსეთის მხარეს გადასცეს.
ზაფხული არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის დროებითი პოლიტიკური ტაიმ აუტის დროა. საკნები თბილისში მხოლოდ რუსთაველის გამზირზე რჩება, როგორც თავად ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ივლისის მეორე ნახევრამდე.
20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს არა მხოლოდ სხვა ქვეყნიდან ლტოლვილების, არამედ თავის ტერიტორიაზე დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა უწევს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის ანგარიშში წერია, რომ საქართველოს მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა საქართველო მაინც რჩება ტრანზიტულ ქვეყნად.
მამისონის უღელტეხილის ირგვლივ ატეხილი ხმაური ისევ გრძელდება. ურევია თუ არა ხიდის აფეთქებაში ქართველი მესაზღვრეების ხელი, ამაზე პასუხი არ არსებობს.
ტელეკომპანიები ”კავკასია” და ”მაესტრო”, რომლებმაც 15 ივნისს პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დროებით შეწყვიტეს, კვლავ ეთერში არიან.
ზემო რაჭაში, კურორტ შოვთან ახლოს, მდინარე ჭანჭახზე გადებული ხიდი, რომელიც რეგიონის რამდენიმე სოფელს საძოვრებთან აკავშირებდა, აღარ არსებობს.
აფხაზეთიდან დევნილთა კონგრესის წარმომადგენლები საგანგებო მიმართვით გამოეხმაურნენ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებას.
თბილისში ოპოზიციის აქციები გრძელდება. 8 ივნისს რუსთაველის გამზირზე განლაგებული საკნები მოწესრიგდა და გამზირი დასუფთავდა.
100 ქვეყანას შორის, რომელმაც გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, 5 ივნისი, უკვე 36-ედ აღნიშნა, საქართველოცაა. ამ დღეს თბილისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები თბილისში ოპოზიციის ლიდერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
დეკლარაცია მოიცავს იმავე პრინციპებს, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც კისრულობენ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
ოპოზიციის ლიდერები თავდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და საგანგებო მიმართვა წაიკითხეს. მიმართვის ადრესატი საქართველოში აკრედიტებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციებია.
ოპოზიციამ საკნების აქციის ერთგვარი ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო. კოსტავას გამზირის შემდეგ გაიხსნა თავისუფლების მოედანიც, რომელიც თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველად დასუფთავდა.
1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა. რადიო თავისუფლება წყნეთის ბავშვთა სახლს ესტუმრა და საგანგებო რეპორტაჟი მოამზადა.
2008 წლის საუკეთესო თხუთმეტი მოთხრობა წიგნის მაღაზიებში უკვე იყიდება. ივნისის ბოლოს კი ამ კრებულის პრეზენტაციაც იგეგმება.
გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებისა და საქართველოს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი.
გვიან საღამოს ოპოზიციის აქტივისტები რუსთაველის გამზირიდან თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურისკენ წავიდნენ, დაიწყეს რკინიგზის პიკეტრიება და ლიანდაგები დაიკავეს.
ჩამოტვირთე მეტი