მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას რეგლამენტი დაარღვია და ცვლილებები დაჩქარებული წესით, საზოგადოებისგან მალულად, პირველი მოსმენის გარეშე მიიღო.
ხანგრძლივი პოლიტიკური მითქმა-მოთქმა ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარისა და ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ამჟამად პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის ერთ პოლიტიკურ გუნდში გაერთიანების გარშემო ახალი, ”ქართული პარტიის” დაფუძნებით დასრულდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია ”ევროგეოგრაფიკის”გენერალურ ასამბლეაზე, კენჭი უყარეს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხს. კანდიდატი ქვეყნიდან საქართველო „ევროგეოგრაფიკის“ წევრ ქვეყნად იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მონაცემები, ევროპის ერთიან ინტერნეტრუკებზე განთავსდება.
”დედაენის საზოგადოება” - ასე ერქმევა ახალ ორგანიზაციას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვისაც ქართული ენის სიწმინდეზე გული შესტკივა და რომლებიც ენის გადარჩენისა და განვითარების კონცეფციაზე იმუშავებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა სპეციალური მიმართვა, რომლითაც აპროტესტებს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენს და აცხადებს, რომ ის არაკანონიერი, არაადეკვატურად მკაცრი და არაჰუმანურია.
ჯერჯერობით დაუდგენელია ვინ ამოიღო ფანჯარა, ვინ დაამტვრია რამდენიმე ოთახის კარი ან რას ეძებდნენ სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, სადაც მწერლის ნივთები და საგვარეულო ვერცხლეული ინახება.
ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სიმბოლურ ფასად - დღეში ერთ ლარად (თვეში 30 ლარად) - საბანკო სესხის მეშვეობით კომპიუტერი შეიძინონ.
საქართველოს მედიის ყურადღება ამ კვირაში მიპყრობილი იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიისაკენ, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. საქართველოში ამ დროს აქტიურად გრძელდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა.
21 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში (10-29 წელი) ძალადობით გამოწვეულ სიკვდილიანობას ეხება. კვლევიდან ჩანს, რომ ევროპაში სიკვდილის მიზეზებს შორის ძალადობრივი სიკვდილი მესამე ადგილზე დგას.
გარემოს დაცვის სამინისტრო კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე ან სხვა ადგილებში დაყრის, 200 და 1000 ლარით დაჯარიმდება.
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ეროვნული ფორუმი ხელმოწერებს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში აგროვებდა. 22 სექტემბრისათვის მათ 170 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.
ახალგაზრდულმა მოძრაობამ „7 ნოემბერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერა წერილი, რომლითაც საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული და მიუსაფარი ადამიანების უფლებების დაცვას მოითხოვს.
სახალხო დამცველის აპარატმა და ფონდმა ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ვითარების მონიტორინგის შედეგები ერთ ანგარიშში მოაქციეს. ანგარიშს თან ის რეკომენდაციებიც ახლავს, რომელთა შესრულებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აქტუალური გახდა სასკოლო სახელმძღვანელოების ფასებიც. გამომცემლობების აზრით, საქართველოში წიგნები იაფია, მშობლების შეფასებით კი - ძალიან ძვირი. სასკოლო წიგნები სხვადასხვა რეგიონშისხვადასხვა ფასად იყიდება.
შესაძლოა, უმაღლესი განათლების უფლება პირველი ოქტომრიდან ყველა პატიმარს ჩამოერთვას, რადგან ”პატიმრობის კოდექსში”, რომელიც ძალაში სწორედ ამ დროიდან შედის, მსჯავრდებულების უმაღლეს განათლებაზე აღარაფერი წერია.
აფხაზეთიდან დაბრუნებულმა კელინმა 16 სექტემბერს თბილისში საზოგადოებას წარუდგინა კონცეფცია, სახელწოდებით ”გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ჩარჩო”, და დონორ ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
15 სექტემბერს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლა დაიწყო. ნეთბუქები - პირველკლასელებს, ვირტუალური ლაბორატორიები - მოზრდილებს, სკოლების ჭერზე დამონტაჟებული ვიდეო თვალები და მანდატურები - დერეფნებში...
თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის სტუმრობის მთავარი მიზანი ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრის მომზადება იყო.
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წარმოადგინა ჯანდაცვის ახალი მინისტრი - ანდრია (სანდრო) ურუშაძე, რომელიც ამ სფეროში კერძო სექტორიდან მივიდა და ვარდების რევოლუციის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს გუნდის წევრია.
მეორე დღეა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დავით ბაქრაძე ოპოზიციურ ლიდერებს ხვდება. 9 ივლისს საკუთარი პოზიცია ბაქრაძეს ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”მრეწველებმა” გააცნეს. ერთი დღით ადრე - ირაკლი ალასანიას გუნდმა.
ჩამოტვირთე მეტი