მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
”ალიანსმა” კომპანია GPW-ს ექსპერტიზის პასუხი გამოაქვეყნა, რომელიც ”იმედის” ხელმძღვანელობის სატელეფონო ჩანაწერზე გაკეთდა. ექსპერტების შეფასებით, განცხადება, რომ ეს საუბარი ფაბრიკაციაა, მხოლოდ ღიმილს იწვევს.
ბოლო დროს თბილისში საკმაოდ ხშირია ისეთი დღეები, როდესაც რამდენიმე კინოთეატრში ერთდროულად ორი ახალი ქართული ფილმი გადის. ცალკე თემაა, რამდენად ხარისხიანია ეს კინო და ამის შესახებ კინომცოდნეები ხშირად დაობენ...
ნოღაიდელის და ბურჯანაძის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ახლა უკვე ”ეროვნული საბჭოს” ლიდერები - კობა დავითაშვილი და კახა კუკავა მართავენ. თბილისში ამ ვოიაჟებს კვლავ შეცდომად აფასებენ.
20 აპრილს „ეროვნულმა ფორუმმა“ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ზუსტი სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების პროექტი წარუდგინა. მისი მთავარი კომპონენტი ამომრჩევლის ბიომეტრული მეთოდით იდენტიფიკაციაა.
18 აპრილს კრაკოვში დაკრძალეს პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ლეხ და მარია კაჩინსკები, რომლებიც, პოლონეთის ოფიციალური დელეგაციის 94 წევრთან ერთად, სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში 10 აპრილს დაიღუპნენ.
ვირტუალურ სივრცეში - კერძოდ კი, ინტერნეტფორუმებზე - მომხმარებლების იდენტიფიკაცია არა მხოლოდ მათი ნიკების, ანუ ვირტუალური სახელების, მიხედვით ხდება, არამედ იმ ვიზუალური გამოსახულებებითაც, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ იუზერს ეკუთვნის და მას ავატარი ჰქვია.
”მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს” - ასეთია თბილისის მერის კიდევ ერთი კანდიდატის, გოგი თოფაძის, საარჩევნო ლოზუნგი. ”მრეწველების” ლიდერი საარჩევნო პროგრამაში აქცენტს კვლავ თბილისელების დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე აკეთებს.
ჯანდაცვისთვის 33 მილიონი ლარის 117 მილიონამდე გაზრდა და ოთხი მთავარი პრიორიტეტი - ოჯახის ექიმი, სამედიცინო დაზღვევა, უფასო და იაფი წამალი და უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი ყველა თბილისელს - ასეთია ალასანიას გეგმა.
პარტიების მიერ საარჩევნო სიების მონიტორინგი დასრულდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების შემოწმებისას 80 000-მდე დარღვევა აღმოაჩინა და განაცხადა, რომ მცირდება ვიდეოთვალების რაოდენობა საარჩევნო უბნებზე.
რესპუბლიკური პარტია საარჩევნო სიების მონიტორინგის მეორე ეტაპის შედეგებს და მოგროვებულ დოკუმენტაციას ერთდროულად სამოქალაქო რეესტრს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს მთავარ პროკურორს უგზავნის, ორი მთავარი მოთხოვნით
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა გადაწყვიტა. კვლევის ჩატარების იდეა იმ არაერთმა კითხვამ წარმოშვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ბოლო ხანებში ამ ბაზარზე არსებულმა ვითარებამ გაუჩინა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ფოლკლორულ ანსამბლთა მხარდამჭერი პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდა. ეს პროგრამა ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულებს, ახლად შექმნილ ანსამბლებს შესაძლებლობას აძლევს წარდგნენ საზოგადოების წინაშე.
26 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან “საზღვრების ერთობლივი დაცვის” შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. ამ წინადადებით რუსეთის დუმას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მიმართა.
თბილისში დაფუძნდა ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მედია ჰოლდინგ ”ჯორჯიან ტაიმსის” მფლობელი მალხაზ გულაშვილი. მოძრაობის წევრები საკუთარ თავს ”ხალხოსნებსაც” უწოდებენ.
ამ კვირაში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ გასულ კვირას მომხდარი თითქმის ყველა მოვლენა გადაფარა. ტრაბზონში გამართულ თამაშში ქართველებმა რუსები 36:8 დაამარცხეს. თუმცა გასული კვირა, თუ ამ დიდ სიხარულს არ ჩავთვლით, საკმაოდ მძიმე იყო.
„მოდელირებული ქრონიკის” გასვლის შემდეგ ბევრს ლაპარაკობდნენ იმ ფსიქოლოგიურ სტრესზე, რაც ქართულმა საზოგადოებამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ განიცადა. სანამ ხალხი იმიტირებულ მომავალს უცქერდა და მიხვდებოდა რა ხდებოდა სინამდვილეში, პანიკა ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში დაიწყო.
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად ოფიციალურად 30 მაისი განისაზღვრა. საარჩევნო კოდექსში კიდევ რამდენიმე საყურადღებო ცვლილება შევიდა
ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის, ხსოვნას კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა მიუძღვნა სიმღერა, რომელსაც დუეტი ”ჯორჯია” შეასრულებს. კანადელი მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერის შემდეგ ეს უკვე მეორე სიმღერაა.
სამდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ცაგერის რამდენიმე სოფელი რაიონულ ცენტრს მოსწყვიტა. ორ სოფელში - ორბელსა და ლაჯანაში - გეოლოგები, მაშველები, მეგზევეები ამ დრომდე მუშაობენ. სახლების დიდი ნაწილი დაიტბორა, ნაწილიც, თუ ამინდი გაუარესდა, მეწყერის საფრთხის წინაშე დგას.
ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქალმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს და რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.
ჩამოტვირთე მეტი