მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ამ დღეებში თბილისს პოლ გეტის კონსერვაციის მუზეუმის მეცნიერთა დელეგაცია სტუმრობდა. 2007 წელს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უნიკალური ბრინჯაოს და რკინის ნივთების ნაწილის კვლევა ჯერ მეტროპოლიტენ მუზეუმში, შემდეგ კი გეტის ცენტრში განხორციელდა.
4 მარტს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე, თბილისში კიდევ ერთი ახალი - სახალხო-დემოკრატიული - პარტია დაფუძნდა. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ ყურადღება ცოტა ხნის წინ მიიქცია, როდესაც მის ლიდერად და მერობის კანდიდატად ნიკა ივანიშვილი დასახელდა.
დღეს ქართულ პოლიტიკურ კაკაფონიაში ხმები ოდნავ დალაგდა: პრაიმერის ინიციატორი პარტიები ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიურ კვლევას ჩაატარებენ, ალასანია ”ალიანსის” ერთპიროვნული ლიდერია, ზურაბ ნოღაიდელი კი აცხადებს, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს.
საქართველოს პარლამენტის წინ რუსეთის დროშა დაწვეს, ოკუპაციის მუზეუმში საერთო სახელით - აგრესიის სიმბოლო - რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს, ”ვერ წაშლი” - ერქვა თავისუფლების მოედანზე მოწყობილ ფოტოგამოფენას.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტი, რომელიც სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) ერთად ხორციელდება, ახალ ფაზაში შედის. 15 თვიანი პროექტი 2009 წლის 1 ოქტომბრიდან ხორციელდება და 2010 წლის ბოლოს სრულდება.
მუსიკის ხმა რუსთაველის #28-დან მოდის. ახლა ჩავალთ მიწაში, ანუ ”ანდერ გრაუნდ” - სწორედ აქაა როკ-კლუბი, თავისი ახალი სიცოცხლით. ყოველ ხუთშაბათ საღამოს, რვა საათზე, ეს პატარა სივრცე მუსიკისა და პოეზიის მოყვარული ადამიანებით ივსება. კლუბში სიგარეტის კვამლი დგას, მუსიკა ცოცხალია, განათება - ფერადი.
ამ კვირის ბოლოს მშობლიურ დაბა ბაკურიანში დაკრძალეს ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი. ამავე კვირაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივმა მეუღლის საფლავიდან ამოთხრა და მისი კოლხურ კოშკში გადასვენება სცადა.
ეს დღე 1952 წლის 21 თებერვალს ბანგლადეშში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს ოთხი სტუდენტი დაიღუპა. საქართველოში დედაენის დღედ 14 აპრილია გამოცხადებული.
18 თებერვალს გაზეთი ”კომერსანტი”, აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის კრისტინა ოზგანის განცხადებაზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ უახლოეს თვეებში უძრავი ქონების შესახებ კანონში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ აფხაზეთში ქონების შეძენა
”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი პარტიების - ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”რესპუბლიკელების” - ლიდერებმა 17 თებერვალს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობის მისაღწევი ფორმულა შესთავაზეს: „ყველა მინუს ერთი“, ანუ ზურაბ ნოღაიდელი და მისი პარტია.
სტუდია ”რეპორტიორის” ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ის ახლა ჟენევაში, ლტოლვილთა თავშესაფარში, იმყოფება. ცნობილია, რომ კომახიძე მუშაობდა და კვლავ განაგრძობს მუშაობას ჟურნალისტურ გამოძიებაზე.
”ედინაია როსიასა” და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ვკითხულობთ, რომ ხელის მომწერი პოლიტიკური ძალები, ისწრაფიან, შეიტანონ წვლილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლობის განმტკიცებაში.
უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებას მისი მომხრეები უკვე ზეიმობენ და აცხადებენ, რომ ”უკრაინაში ახალი ცხოვრება იწყება”, თბილისში კი იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც, შესაძლოა, მოჰყვეს პრორუსულიად განწყობილი იანუკოვიჩის უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოსვლას.
4 თებერვალს თბილისში გია ქარჩხაძის გამომცემლობამ საზოგადოებას სულხანს-საბას ”სიბრძნე სიცრუისას” საბავშვო გამოცემა წარუდგინა. “სულხან- საბას იგავები” - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც 30 იგავ-არაკი შევიდა და დაახლოებით 90-მდე ნახატი პერსონაჟით გაფორმდა.
მერაბ ჭიქაშვილი, რომელიც შს მთავარ სამმართველოსთან გამართული 15 ივნისის აქციის დროს დააკავეს, აცხადებს, რომ დროებითი დაკავების იზოლატორში არსებული პირობების გამო არათუ 90 დღის, არამედ კანონში ცვლილებამდე დადგენილი 30 დღის გატარებაც ადამიანისათვის მომაკვდინებელია.
თემურ იაკობაშვილმა დოკუმენტი, სახელწოდებით” ჩართულობა თანამშრომლობის გზით” - იგივე „ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სტრატეგია“ - ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების 1076-ე სხდომაზე წარუდგინა. სტრატეგია 22 ქვეყნის ელჩმა მოიწონა, გარდა რუსეთისა.
თბილისში 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც მათ 2010 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგი იტვირთეს და, წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, თანამშრომლობა გადაწყვიტეს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ორი ფაქტი გახმაურდა. შიდა ქართლში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, კიბიდან დააგორეს გაზეთ ”ქართლის ხმის” რედაქტორი საბა წიწიკაშვილი, კახეთში შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო ”ჰერეთის” კორესპონდენტს მადონა ბატიაშვილი.
ზაქარია ქუცნაშვილი მიხეილ სააკაშვილს გარიგებას სთავაზობს და თავისი მამის, პროფესორ ომარ ქუცნაშვილის ნაცვლად ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდომის თხოვნით მიმართავს. ”... ჩემი წინადადება უსაფუძვლოდ რომ არ მიიჩნიოთ, მე მზად ვარ ჩავიდინო დანაშაული”, - აცხადებს ქუცნაშვილი.
"სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის" შესახებ რეზოლუციის ირგვლივ დებატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 27 იანვრისთვისაა დაგეგმილი. ქართული დელეგაციის პოზიცია უკვე ცნობილია - რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს.
ჩამოტვირთე მეტი