მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ისტორიის მკვლევარი ქეთი სართანია, წიგნში „ქუჩის ანტისაბჭოთა წინააღმდეგობა საქართველოში“ (გამომცემლობა “არტანუჯი”) 1924-დან 1989 წლამდე პროტესტის ისტორიას მიჰყვება.
ამ ვიდეოში ვიხსენებთ, როგორ იქცა თბილისის ქუჩები და სხვა ადგილებიც - საქართველოში ისტორიის ცოცხალ მეხსიერებად და ალტერნატიულ არქივად იქ, სადაც ოფიციალური არქივები დახურულია.
17 მაისს, „ოჯახის სიწმინდის დღეზე“, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ნათქვამმა სიტყვებმა, რომ ქვეყანაში „სხვა ხალხები“ გამრავლდებიან და ქართველებს რიცხობრივად გადააჭარბებენ, არაერთი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი გაანაწყენა.
32 წლის იაპონელი მოგზაურის, ნაოია ტაბიბიტოს ხელნაკეთი ველოსიპედი, რომლითაც მან 45 ქვეყანა და 57 000 კილომეტრი გაიარა, ქობულეთში მოიპარეს. უნიკალური ველოსიპედი, სახელად „RISE“, მისთვის მხოლოდ ტრანსპორტი კი არა, მთელი სამწლიანი მოგზაურობის სიმბოლო იყო. პოლიცია ამ დრომდე ეძებს დაკარგულ ველოსიპედს.
“ყოველთვის ვიცოდი, რომ რუსეთი მტერი იყო”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ივანა სკიბა-იაკუბოვა, ხარკოვში მცხოვრები უკრაინელი პოეტი და პუბლიცისტი, ფრონტის ხაზიდან მაუწყებელი Radio Khartiya-ს დირექტორი და უკრაინაში ცნობილი მოხალისეთა ჯგუფ Help Army-ს თანადამფუძნებელი.
მილანში მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოდის დიზაინერი საქართველოდან, გალიბ გასანოვი, რომელსაც გამოცემა “ვოგი” ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს, თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ის სტუმარია - მისი გამოფენის „Collection 05 – Borchaly“-ს ნახვა 7-დან 10 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი.
კანონი, რომელიც ბიზნესს უზღუდავს „საჯარო პოლიტიკურ აქტივობას“ და რომელსაც უკვე დაარქვეს „ბიზნესის დუმილის კანონი“, რეალურ ცხოვრებაშიც ამუშავდა.
„საწვავის გაიაფებას არ უნდა ველოდოთ“ - იმპორტიორებმა „ფასების კომისიაზე“ პირდაპირ განაცხადეს, რომ ფასების შემცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ნორვეგიელი ფემინისტი მწერლისა და ჟურნალისტის, მართა ბრეენის და ილუსტრატორ იენი იურდალის ეს ცნობილი კომიქსი, რომელიც ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი, კომიქსების გამომცემლობა „მატარებელმა“ ქართულადაც გამოსცა - მართა, რომლის ყველა წიგნი ქალებზეა, თბილისის წიგნის ბაზრობის სტუმარი იყო.
2026 წლის 28 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოვლინდა. მათ შორისაა მიტროპოლიტი იობ აქიაშვილიც.
2026 წლის 28 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოვლინდა.
ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოში უკვე 20 წელია ცხოვრობს, ბინადრობის ნებართვის გაუქმებას სასამართლოში ასაჩივრებს.
“ლიკვიდატორები” - 1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგების აღმოფხვრის მონაწილეები - საქართველოდან ჩერნობილში გაგზავნეს, მაგრამ საფრთხეებზე არაფერი უთხრეს.
ჩერნობილის კატასტროფიდან 40 წლის შემდეგ, ანდრო კაცაძე და ელენე კერესელიძე გვიყვებიან მსოფლიოში უდიდესი ატომური ავარიის ზონაში ყოფნის გამოცდილებაზე
კერძო უნივერსიტეტების უმრავლესობაში სწავლა რამდენიმე ასეული ლარით გაძვირდა. კერძო უმაღლესი სასწავლებლები გეგმავენ, სტუდენტებს თავად შესთავაზონ თანადაფინანსება და შეღავათები, რომ მათ გეგმები არ შეიცვალონ.
ფრანსის პრიმერსკის, ფრანგ ფოტოგრაფს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ბოლო ოცი წელია იღებს ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება, მალე შესაძლოა საქართველოს დატოვება მოუწიოს.
ტყიბულის რაიონის სოფელ კურსების მეწყრის ჩასახვაცა და გააქტიურებაც „სრულად დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან”, - წერია დასკვნაში, რომელიც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა მოამზადა.
ჯერ კიდევ სამი წლის წინ, პეტერ მადიარს უნგრეთში ბევრი არ იცნობდა, ის წარსულში ორბანის პარტია „ფიდესის“ ერთ-ერთი რიგითი წევრი იყო. თუმცა სწორედ მისმა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ დაამარცხა „ფიდესი“ - 16 წლის განმავლობაში უნგრეთის სათავეში მყოფი მმართველი პოლიტიკური ძალა.
„ომი და მშვიდობა, 9 აპრილი, ვარდების რევოლუცია, ოჯახი და უმცირესობები, ქალის როლი, ბირთვული კატასტროფის შიში, პანდემია. 1978 წლიდან 2026 წლამდე, ილია II-ის ეპისტოლეები ეხებოდა ამბებს, რომლებიც იმ მომენტში საქართველოში, ქუჩაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხდებოდა.
ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემაზე კონტროლის გამკაცრებამ, შესაძლოა, უფრო მეტი პრობლემა შექმნას, ვიდრე გადაჭრას. განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყოველდღიურად სჭირდება მკურნალობა.
ჩამოტვირთე მეტი