რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ათი წლის წინ, 10 აგვისტოს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთასა და მის მოსაზღვრე აბასთუმანში რუსულმა ბომბდამშენებმა რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციამ ფეისბუკზე 5 აგვისტოს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო, მოგვიანებით კი წაშალა.
აგვისტოს ომის წლისთავზე სამეგრელოში ძირითადად აფეთქებული ფოთის ნავსადგური, სენაკის სამხედრო ბაზა და ანაკლია-განმუხურის სამშვიდობო ბანაკი ახსენდებათ, ასევე ბომბების ჩამოგდება ზუგდიდის სოფელ ურთასა და აბასთუმანში, რუსული სამხედროებისა და ტექნიკის შემოსვლა ქალაქში.
სამეგრელოში, გასული წლის მსგავსად, წელსაც თხილის დაბალი ხარისხის მოსავალია. ამჯერად მიზეზი არა აზიური ფაროსანა, არამედ თხილის კულტურაზე გავრცელებული სხვადასხვა დაავადებაა.
წალენჯიხაში, ფერისცვალების ტაძარში, 31 ივლისს, სარესტავრაციო სამუშაოებისას, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს მეთოთხმეტე საუკუნეში შესრულებული წმინდა ნინოს ფრესკა.
წალენჯიხაში, მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოებისას წმინდა ნინოს მანამდე უცნობი ფრესკა აღმოაჩინეს.
ხაიშის გამგეობის შენობაში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი და პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მოსახლეობას შეხვდნენ.
ხაიშის მოსახლეობა დასაქმებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ხე-ტყის მოპოვება მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 26 ივლისს, საპროტესტო აქცია მოჰყვა ხაიშში ფინანსური პოლიციის შესვლას, რომელიც ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს ამოწმებდა.
ახალი გუბერნატორის მოლოდინში მყოფ ზუგდიდელებს განსაკუთრებული ცვლილების იმედი არ აქვთ.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის 70 წლის შენობა დაანგრიეს. გადაწყვეტილება თეატრის ადმინისტრაციამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მიიღო.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობისგან დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა, რომლისგანაც ტერიტორია ამ წუთებშიც იწმინდება.
გალში დღეს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ რიგით 57-ე შეხვედრა ვერ შედგა.
აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრში, გაიხსნა მუზეუმი „არვის ჩვენი მიწა“. სამუზეუმო სივრცეში, რომელიც ხურჩის სასოფლო ბიბლიოთეკის ორ ოთახს იკავებს, რუსული ოკუპაციის ამსახველ ფოტოებთან ერთად სოფელ ხურჩის შესახებ ისტორიული ცნობებიც შეინახება.
ზუგდიდში მოქმედ C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მომსახურებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლები - მათ შორის ეთნიკური აფხაზები - სარგებლობენ.
ზუგდიდში მცხოვრები დევნილთა ნაწილი ფიქრობს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს.
ზუგდიდში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ინფორმაცია გალის მცხოვრებლებმა ქართული საინფორმაციო საშუალებებით შეიტყვეს.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება ზუგდიდში აქტიურად მიმდინარეობს.
19 მაისს ორი წელი სრულდება, რაც 30 წლის გიგა ოთხოზორია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, მოკლეს.
გალში დღეს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” მორიგი, 56-ე, შეხვედრა იმართება, სადაც განხილვის მთავარი თემა 2016 წელს საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საკითხი იქნება.
ჩამოტვირთე მეტი