ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
2011 წლის 3 იანვრის ძალისმიერი აქციით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაამეტა კანონს, შელახა ადამიანის უფლებები, თავადვე შეუწყო ხელი ვეტერანთა სოციალური პრობლემის ჩიხში შეყვანას და სახიფათო პოლიტიზებას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, განაცხადა, რომ მზად არის შეცვალოს მედიის შესახებ ახალი კანონი, თუკი ეს საჭირო გახდება.
პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთი განვითარებადი დემოკრატიაა.
პაკისტანში სახელისუფლებო კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის მთავრობამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა.
ახალ წელს საძილე ტომრებში და ღია ცის ქვეშ შეხვდნენ თბილისში, ხსოვნის მემორიალთან მიმდინარე ომის ვეტერანთა მასობრივი შიმშილობის აქციის მონაწილეები. რამ მიიყვანა ეს ადამიანები უკიდურეს გადაწყვეტილებამდე?
29 დეკემბერს დანიისა და შვედეთის სამართალდამცველებმა დააკავეს ოთხი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან გაზეთ „იულანდს-პოსტენის“ (Jyllands-Posten) წინააღმდეგ განზრახული ტერაქტის მოწყობაში.
მოულოდნელად წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მაესტრო“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. „მაესტროს“ გენერალური დირექტორის კახა ბექაურის თქმით, ეროსი კიწმარიშვილმა პოლიტიკაში წასვლის შემდეგ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა.
მათ ოდესღაც უკრაინის მთავრობის მაღალი პოსტები ეჭირათ, დღეს კი ზოგიერთი მათგანი დაპატიმრებულია, ზოგს კი სისხლის სამართლის დევნა ემუქრება. ამ „შავ სიაში“ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სამი ყოფილი მინისტრი და სხვადასხვა ყოფილი თანამდებობის პირია.
თბილისის ცენტრში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობს ოცი ვეტარანი, რომლებიც საბრძოლო დავალებებს ასრულებდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ერთ-ერთი მოშიმშილის, მალხაზ თოფურიას თქმით, ისინი ამ უკიდურეს ნაბიჯზე წასვლა გაუსაძლისმა სოციალურმა პრობლემებმა აიძულა.
რომ არ ყოფილიყო ავღანური სამხედრო მისია, 2010 წელი საქართველოს არმიისათვის, შესაძლოა, ბევრით არაფრით ყოფილიყო გამორჩეული. მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს არმია იშვიათად ჩანდა ტელეეკრანებზე და საჯარო შეხვედრებზე.
რუსეთის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ურთიერთობა იოლია, საპატიმროში მყოფ მიხაილ ხოდორკოვსკის ბედს სასამართლო გამოძიება გადაწყვეტს - ამ და სხვა თემებზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა..
ისტორიულად საქართველოს ყოველთვის უწევდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის წინააღმდეგობრივი ინტერესების დაბალანსება. ეს ასე იქნება მომავალშიც. მაგრამ არის განსხვავება ინტერესთა ბალანსსა და ინტერესებზე სახიფათო თამაშს შორის.
22 დეკემბერს შეერთებული შტატების სენატორებმა მხარი დაუჭირეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული იარაღის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიკაციას.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მთავრობამ შესაბამისი აკრძალვის დადგენილება მიიღო, მდედრობითი სქესის ასობით აზერბაიჯანელი სტუდენტი გააფრთხილეს, რომ სასწავლებლებში ჰიჯაბით არ მივიდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლობამ რამდენიმე ქართველ ტელეჟურნალისტს შესაძლებლობა მისცა ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მოქმედი ქართული ქვედანაყოფის საქმიანობას გასცნობოდა.
16 დეკემბერს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ავღანეთში შეერთებული შტატების საქმიანობის დაპირებულ სტრატეგიულ მიმოხილვას გამოაქვეყნებს. მიუხედავად ავღანეთის უსაფრთხოების კუთხით მიღწეული წარმატებებისა, დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ხაზგასმული იქნება მნიშვნელოვანი სირთულეების არსებობაც.
საქართველო, რომელმაც რუსეთთან ომში მძიმე დანაკარგები განიცადა, თავდაცვითი პოტენციალის გასაძლიერებლად საბრძოლო იარაღის მიწოდებას საჭიროებს - ასეთია შინაარსი თბილისიდან, შეერთებული შტატების საელჩოდან, ვაშინგტონში გაგზავნილი იმ ტელეგრამებისა, რომლებიც ვებსაიტმა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა.
გასულ კვირაში სამხედრო უწყებაში ყველაზე ექსტრავაგანტური დანიშვნა მოხდა. არმიის ერთადერთ უმაღლეს სამხედრო სასწავლებელს, თავდაცვის ეროვნულ აკადემიას არსებობის 17 წლის განმავლობაში სათავეში პირველად ჩაუდგა სამოქალაქო პირი.
საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ თედო ჯაფარიძეს ყველა გზა მოუჭრა ICBSS-ის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე კენჭის საყრელად. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების განრისხება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი.
„ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებში აღმოჩნდა რამდენიმე ტელეგრამა, რომლებიც 2008 აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო-სომხეთის გართულებულ ურთიერთობას აღწერს. „ვიკილიკსის“ ინფორმაციით, ორი წლის წინ თბილისსა და სომხეთს შორის გაუცხოებამ საშიშ ზღვარს მიაღწია.
ჩამოტვირთე მეტი